ელფები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q174396
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 2:
'''ელფები''' ([[გერმანული ენა|გერმ]]. elf — თეთრი (alb-ისგან) — ზღაპრული ხალხი გერმანულ, სკანდინავიურ და კელტურ ფოლკლორში. ლიტერატურაში ხანდახან გვხვდება ალბები (ალფები) — álfr - [[სკანდინავიური ენები|სკანდინავ]].), სიდები (sidhe - ძვ. ირლ.).
 
სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ელფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათი საერთო დახასიათების მიხედვით, ისინი არიან ნათელი ფერის, ქერათმიანი არსებანი, ტყის სულები, რომლებიც ადამიანებს ემეგობრებიან. ელფებს [[ზღაპარი|ზღაპრებისა]] და [[ლეგენდა|ლეგენდების]] გარდა, მეტწილად ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში ვხვდებით [[გნომები|გნომებთან]], [[გობლინები|გობლინებთან]] და [[ტროლები|ტროლებთან]] ერთად. ზოგიერთ ნაწარმოებში კი ელფებსა და [[ფერიები|ფერიებს]] შორის განსხვავებაც ფაქტიურადფაქტობრივად არ არსებობს.
 
== ეტიმოლოგია ==
[[გერმანიკული ენები|გერმანიკულ ენებში]] "elf" ტიპის სიტყვები შემდეგნაირად გვხვდება: [[დანიური ენა|დანიური]] სახელწოდება "elv", [[ძველი ინგლისური ენა|ანგლო-საქსური]] "aelf", [[შვედური ენა|შვედური]] "alv", [[ნორვეგიული ენა|ნორვეგიული]] "alv" და [[ისლანდიური ენა|ისლანდიური]] "alf-ur", რაც გერმანიკულ ხალხებში ამ სიტყვის საერთო ძირზე მეტყველებს. სიტყვა "ელფის" ზუსტი მნიშვნელობის დადგენისას ენათმეცნიერები ვერ თანხმდებიან, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ეს სიტყვა [[ლათინური ენა|ლათინურ]] "ალბს" (თეთრს) უნდა უკავშირდებოდეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ელფი ვალიური ან ირლანდიური სიტყვიდან "ellyl"/"aillil" მომდინარეობს, რაც "ნათელს", "ელვარეს" ნიშნავს და [[შუმერული ენა|შუმერულ]] "ელლუს" უთანაბრდება (იგივე მნიშვნელობით).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელფები“-დან