თავის ტვინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის sl:Možgani; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ChimpSkull Brainand inbrain anormal jarhuman.jpgsvg|მინი|[[შიმპანზე]]ს ტვინი]]
 
'''თავის ტვინი''' — [[ადამიანი]]სა და [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი ცხოველების]] [[ცენტრალური ნერვული სისტემა|ცენტრალური ნერვული სისტემის]] წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია [[ქალა]]ს ღრუში, ახორციელებს უმაღლეს ნერვულ ფუნქციებს და ყველა სასიცოცხლო პროცესის კოორდინაციას. ცენტრალურ ნერვული სისტემის მქონე უხერხემლო ცხოველებში თავის ტვინის ფუნქციას ასრულებს თავის განგლიონი, რომელიც ზოგჯერ (უმაღლეს მწერებსა და მოლუსკებში) უაღრესად განვითარებულია და ამიტომ მასაც თავის ტვინს უწოდებენ.
[[ფაილი:Cerebral lobes.png|მინი|]]
 
'''ადამიანის თავის ტვინი''' — ადამიანის [[ნერვული სისტემა|ნერვული სისტემის]] ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი ად სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვრზე.
 
== თავის ტვინის აგებულება ==
[[ფაილი:Brain animated color nevit.gif|მინი|right|ადამიანის თავის ტვინის სამგანზომილებიანი მოდელი]]
 
თავის ტვინი ქალას ღრუშია. მისი განყოფილებებია: [[მოგრძო ტვინი]], [[თავის ტვინის ხიდი|ხიდი]], [[ნათხემი]], [[შუა ტვინი]], [[შუამდებარე ტვინი]], და [[თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები|დიდი ნახევარსფეროები]]. თავის ტვინში, ისევე როგორც [[ზურგის ტვინი|ზურგის ტვინში]] მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივთიერებები. თეთრი ნივთიერება გამტარ გზებს წარმოქმნის. ისინი თავის ტვინს ზურგის ტვინთან, აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებენ. რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების — ბირთვების — სახით თეთრი ნივთიერების შიგნით განლაგდება. გარდა ამისა რუხი ნივთიერება ტვინის ნახევარსფეროებს და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის ქერქს.
 
მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის გაგრძელებაა, რეფლექსურ და გამტარ თვისებებს ასრულებს. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვები საჭმლის მონელებას, [[გული]] მოქმედებას და სხვა პროცესებს არეგულირებენ. ტვინის ამ განყოფილებებთანაა დაკავშირებული ღეჭვის, ყლაპვის, წოვის რეგულირება, აგრეთვე [[დამცველობითი რეფლექსები]]: გულისრევა, ცხვირის ცემინება, ხველა.
=== ნათხემი ===
უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარეობს [[ნათხემი]]. მისი ზედაპირი წარმოქმნილია რუხი ნივთიერებით — ქერქით, რომლის შიგნითაც თეთრ ნივთიერებაში მოთავსებულია ბირთვები. [[ნათხემი]] ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ განყოფილებას უკავშირდება.
[[ნათხემი]] ნატიფ მოძრაობით აქტებს არეგულირებს. როდესაც ნათხემის ნორმალურად მუშაობა ირღვევა, ადამიანები კარგავენ ზუსტი, შეთანხმებული მოძრაობების და სხეულის წონასწორობის შენარჩუნების უნარს.
=== შუა ტვინი (მეზენცეფალონი) ===
 
კუნთებს უგზავნის ტონუსს, მონაწილეობს სხეულის პოზის შენარჩუნებაში, მასში გადის მხედველობით და სმენით რეფლექსების რკალები. ახორციელებს უპირობო "რა არის" რესფლექსს, დამცველობით რეფლექსებს: ოტოლიტების გზით გაღიზიანებული რეცეპტორები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ ნერვული გზებით, რომელიც გაივლის შუა ტვინში, ნათხემსა და დიდი ნახევარსფეროების ქერქში. შუა ტვინის იმ ნეირონების განადგურება, რომლებიც დოფამინს გამოყოფენ, პირკინსონს იწვევს. დოფამინი ნეირომედიატორია, ის აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას.
 
=== მოგრძო ტვინი ===
მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს. აქედან გამოდის თავის ტვინის 12 წყვილი ნერვი. ნერვები ტვინს თავში განლაგებულ გრძნობათა ორგანოებთან, კუნთებთან და ჯირკვლებთან აკავშირებს. ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა. აქ რუხი ნივთიერება განლაგებულია გროვებად - ბირთვებად. აქ მოთავსებულია სუნთქვის, გულის მუშაობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ყლაპვის, წოვის, ღეჭვის, ხველების, ცემინების, სლოკინის, ღებინების, ცრემლდენის, ნერწყვის გამოყოფის ცენტრები.
 
;ფუნქციები:
 
*რეფლექსური;
*გამტარი.
 
=== შუამდებარე ტვინი ===
შუამდებარე ტვინის მეშვეობით ყველა რეცეპტორიდან იმპულსები დიდი ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა, რთული მამოძრავებელი რეფლექსების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა სიარული, სირბილი, ცურვა დაკავშირებულია შუამდებარე ტვინთან.
 
== თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები ==
ადამიანის ტვინის კარგად განვითარებული დიდი ნახევარსფეროები [[შუა ტვინი|შუა]] და [[შუამდებარე ტვინი|შუამდებარე]] ტვინს ფარავს. დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი — ქერქი — რუხი ნივთიერებებისგან არის წარმოქმნილი. ქერქის ქვეშ მოთავსებულია თეთრი ნივთიერება, რომლის სისქეში განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. ნახევარსფეროების ზედაპირი დანაოჭებულია. ღარები და ხვეულები საშუალოდ 2000—2500 სმ² — მდე ქერქის ზედაპირის ფართობს. ამ ფართობის 2/3-ზე მეტი ჩამალულია ღარებში. ქერქში 14 მილიარდამდე ნერონია.
 
ყოველი ნახევარსფერო ღარებით დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყველაზე ღრმაა ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისგან გამოყოფს და გვერდითი ღარი, რომელიც საფეთქლის წილს შემოსაზღვრავს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ადამიანის თავის ტვინი]]
* [[ზურგის ტვინი]]
 
== ლიტერატურა ==
* ''ლ. ნათაძე,'' ქსე, ტ. 4, გვ. 565, თბ., 1979
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commonscat-inline|Brain}}
* [http://www.brainexplorer.org/ თავის ტვინი, აღწერა, ნაწილები, დაავადებები] {{en}}, {{de}}, {{fr}}, {{es}}
* [http://www.med.harvard.edu/AANLIB/home.html The Whole Brain Atlas]
* [http://primate-brain.org High-Resolution Cytoarchitectural Primate Brain Atlases]
* [http://faculty.washington.edu/chudler/facts.html Brain Facts and Figures]
* [http://www.healthline.com/human-body-maps/brain Interactive Human Brain 3D Tool]
 
== ლიტერატურა ==
* ''ლ. ნათაძე,'' ქსე, ტ. 4, გვ. 565, თბ., 1979
 
[[კატეგორია:ანატომია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავის_ტვინი“-დან