ახალი სამხრეთი უელსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ადგილობრივი მმართველობის რაიონები ხელსაყრელი მართვის პირობების შესაქმნელად ჯგუფდება რამოდენიმე რეგიონად. რეგიონებად დაყოფა არ არის ოფიციალური. შტატის სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტები იყენებენ საკუთარ კლასიფიკაციას, რომელშიც შეიძლება შეიყვანონ 7-დან 14-მდე რეგიონი.
 
ამას გარდა, შტატის ტერიტორია დაყოფილია პოლიციის ადგილობრივ სამეთაურო, სტატისტიკურ და საარჩევნო ოლქებად.
 
== მოსახლეობა ==
2009 წლის ბოლოს შტატის მოსახლეობა შეადგენს 7 191 500 ადამიანს, წლიური ზრდა შეადგენს 1,6 %-ს, რაც ცოტათი დაბალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 2 %.<ref>[http://www.abs.gov.au/ausstats/abs@.nsf/mf/3101.0/ ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო, 2009 წელი]</ref>
 
რელიგიური შემადგენლობა შემდეგია: მოსახლეობის 28,2 % [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]], 21,8 % — [[ანგლიკანიზმი|ანგლიკანელია]], 14,3 % — [[ათეიზმი|ათეისტია]]. უმუშევრობის დონე შეადგენს შრომისუნარიანი მოსახლეობის 5,9 %-ს (საშუალოდ ავსტრალიაში 5,1 %). დასაქმებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა მუშაობს: განათლების — 4,4 %, კვების — 3,6 %, სამედიცინო მომსახურების — 3,3 %, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურეობის — 2,3 %, სავაჭრო სფეროებში— 2,2 %. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი შეადგენს 461 დოლარს კვირაში (466 საშუალოდ ავსტრალიაში).<ref>[http://www.censusdata.abs.gov.au/ABSNavigation/prenav/LocationSearch?locationLastSearchTerm=New+South+Wales&locationSearchTerm=New+South+Wales&newarea=1&submitbutton=View+QuickStats+%3E&mapdisplay=on&collection=Census&period=2006&areacode=1&geography=&method=Place+of+Usual+Residence&productlabel=&producttype=QuickStats&topic=&navmapdisplayed=true&javascript=true&breadcrumb=PL&topholder=0&leftholder=0&currentaction=104&action=401&textversion=false&subaction=1 ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო, 2006 წლის აღწერა]</ref>
 
== ეკონომიკა ==
1970-იანი წლების დასაწყისიდან ახალი სამხრეთ უელსი განიცდიდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციებს. ტრადიციული დარგები, როგორიცაა [[მეტალურგია]] და [[გემთმშენებლობა]], მნიშვნელოვნად შემცირდა. სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, მაგრამ მისი ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა.
 
მის მაგივრად გაჩნდნენ ახალი დარგები, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსური მომსახურება, და რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულია სიდნეიში. სიდნეის რაიონ მაკვაიერ-პარკში განლაგებულია ბევრი ავსტრალიური საინფორმაციო ტექნოლოგიის დარგის კომპანიების სათაო ოფისები.
 
შტატის [[მთლიანი შიდა პროდუქტი|მთლიანმა შიდა პროდუქტმა]] (მშპ) 2006 წელს შეადგინა 310 მილიარდი დოლარი, რაც ეკვივალენტურია 45 584 დოლარისა ერთ სულ მოსახლეზე.<ref>[http://www.abs.gov.au/ausstats/abs@.nsf/Latestproducts/1338.1Main%20Features1202007?opendocument&tabname=Summary&prodno=1338.1&issue=2007&num=&view= 1338.1 New South Wales in Focus, 2007].</ref>
 
ქვანახშირი არის შტატის მთავარი საექსპორტო დარგი. მისი წილი შტატის ეკონომიკაში შეადგენს 5 მილიარდ დოლარს, ხოლო წილი ექსპორტში შეადგენს დაახლოებით 19 %-ს.<ref>http://www.business.nsw.gov.au/PDF/Trade%20and%20Investment-B3_top10_merch_exports.pdf</ref> ტურიზმს შემოაქვს 23 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელშიც დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 8 %-ზე მეტი.<ref>[http://corporate.tourism.nsw.gov.au/scripts/runisa.dll?CORPORATELIVE.590808:HOMEPAGE:790544129:pp=UPPER,pc=HOME Destination NSW | Lead government agency for the NSW tourism and major events sectors]</ref>
 
საქმიანი თანამეგობრობის ინტერესებს წარმოადგენს ახალი სამხრეთ უელსის საქმიანი პალატა, რომელშიც გაერთიანებულია 30 000 წევრი.
 
=== სოფლის მეურნეობა ===
სოფლის მეურნეობა განვითარებულია ახალი სამხრეთ უელსის აღმოსავლეთის ტერიტორიის 2/3-ზე. მეცხოველეობაში დომინირებს მსხვილი რქოსანი პირუტყვის, ცხვრის და ღორების მოშენება, რომლებიც ევროპელებმა ჯერ კიდევ კონტინენტის ათვისების დროს შეიყვანეს. შტატს ავსტრალიაში უკავია პირველი ადგილი პირუტყვის სულადობაში, წილობრივი მონაცემები შეადგენს: 1/3 ცხვარი, 1/5 მსხვილი რქოსანი პირუტყვი და 1/3 ღორი.
 
ახალ სამხრეთ უელსზე მოდის ავსტრალიაში წარმოებული ხორბლის, ხილის, სიმინდის, კაკლის, ბამბის, ზეთის, ფრინველის, ბრინჯის,<ref>[http://www.abs.gov.au/AUSSTATS/abs@.nsf/7d12b0f6763c78caca257061001cc588/3310BE70A640767DCA2573D20010BB7D?opendocument Agricultural Production]</ref> ბოსტნეულის, თევზის და მეტყევეობის მნიშვნელოვანი წილი.<ref>[http://www.anra.gov.au/topics/agriculture/overview/index.html Agriculture — Overview — Australia]</ref> ბანანი და შაქარი ძირითადად მოჰყავთ კლეირენსის, რიჩმონდის და მდინარე ტვიდის რაიონებში.
 
ჩრდილოეთ ტეიბლენდის რეგიონი ცნობილია მაღალხარისხიანი მატყლის, ცხვრის და საქონლის ხორცის წარმოებით. ბამბის წარმოება კონცენტრირებულია ნეიმოის დაბლობში შტატის ჩრდილო-დასავლეთში. ძირითადი ხილია — ვაშლი, ალუბალი და მსხალი.
 
შტატის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 40 200 ჰექტარზე გაშენებულია ვაზი. მშვენიერ ღვინოს აწარმოებენ ჰანტერის დაბლობზე, ყველაზე დიდი რაოდენობით — რაივერინის რეგიონში.<ref name="Riverina">[http://www.tourism.nsw.gov.au/media/news300603a.html From paddock to plate. Tourism New South Wales]</ref> ქალაქი სკოუნი არის ავსტრალიაში ყველაზე ფასიანი და ფართოდ გავრცელებული ტორუბრედის ჯიშის ცხენი.<ref>[http://www.smh.com.au/news/New-South-Wales/Scone/2005/02/17/1108500198920.html SMH Travel — Scone]</ref>
 
ავსტრალიის ხის დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის დაახლოებით ნახევარი მოდის ახალ სამხრეთ უელსზე. დღეისათვის შტატის ტერიტორიის მნიშვნელოვან ფართობზე კვლავ ხდება [[ევკალიპტის ტყე|ევკალიპტის ტყის]] გაშენება.
 
== კულტურა ==
იმის გამო, რომ ახალი სამხრეთ უელსი ავსტრალიის ყველაზე დასახლებული შტატია, აქ განლაგებულია ბევრი კულტურული ორგანიზაცია, რომელთაც აქვთ საერთოეროვნული მნიშვნელობა. კერძოდ, აქ მდებარეობს მსხვილი და ავსტრალიაში ყველაზე მოთხოვნადი — სიდნეის სიმფონიური ორკესტრი, ასევე მსხვილი საოპერო დასი — [[ავსტრალიის ოპერა]]. ორივე დასს აქვთ კონცერტები [[სიდნეის ოპერის თეატრი|სიდნეის ოპერის თეატრში]]. კიდევ ერთი მუსიკალური დასია — [[ავსტრალიის კამერული ორკესტრი]]. [[ავსტრალიის ბალეტი]], რომელიც ძირითადად ბაზირებულია [[მელბურნი|მელბურნში]], სეზონის ნაწილს ატარებს სიდნეიში. [[სიდნეის ოპერის თეატრი|სიდნეის ოპერის თეატრთან]] ერთად ძირითად საკონცერტო მოედნებს მიეკუთვნება [[ქალაქის საკონცერტო დარბაზი]] და [[სიდნეის თაუნჰოლი]].
 
ახალ სამხრეთ უელსში არის რამოდენიმე მსხვილი სამხატვრო გალერეა, რომლებიდანაც გამოირჩევა [[:en:Art Gallery of New South Wales|ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა]] и [[:en:Museum of Contemporary Art Australia|სიდნეის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი]].
 
ძირითადი [[მუზეუმი|მუზეუმებია]] [[:en:Australian Museum|ავსტრალიის მუზეუმი]] (ბუნების ისტორია), [[:en:Powerhouse Museum|მუზეუმი «ძალოვანი სადგური»]] ([[მეცნიერება]] და [[ტექნიკა]], [[დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება]]), [[:en:Museum of Sydney|სიდნეის მუზეუმი]] (ისტორია), ასევე [[:en:Sydney Jewish Museum|სიდნეის ებრაული მუზეუმი]].
 
სიდნეიში განლაგებულია ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულება ხელოვნების დარგში, მათ შორის თითოეული მათგანი ზრდიდა მსოფლიოში ცნობილ კულტურის მოღვაწეებს: [[ეროვნული სამხატვრო სკოლა]], [http://www.cofa.unsw.edu.au/ ხელოვნების კოლეჯი] (შედის [[ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი|ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში]]), დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი [[:en:National Institute of Dramatic Art|NIDA]], ავსტრალიის [[კინო]]ს, [[რადიო]]ს და [[ტელევიზია|ტელევიზიის]] სკოლა და [[მუსიკალური კონსერვატორია]] (დღეისათვის შედის [[სიდნეის უნივერსიტეტი|სიდნეის უნივერსიტეტში]]).
 
== განათლება ==
 
=== საწყისი და საშუალო განათლება ===
ახალი სამხრეთ უელსის სასკოლო სისტემაში შედის საწყისი (სწავლება საბავშვო ბაღიდან მე-6 კლასამდე) და საშუალო (სწავლება მე-7-დან მე-12-ე კლასებამდე) სკოლები. საშუალო კოლეჯები არიან სკოლები, რომელთაც აქვთ მხოლოდ ზედა, მე-11 და მე-12 კლასები. სახელმწიფო ყოფს 13-წლიან საგანმანათლებლო პროცესს 6 დონეზე, რომელიც იწყება ყველაზე ადრეული პირველი დონიდან (საბავშვო ბაღი) და მთავრდება მეექვსე დონეზე (მე-11 და მე-12 კლასები). განათლების მიღება სავალდებულოა ყველა ბავშვისათვის 17 წლამდე.<ref>[http://www.austlii.edu.au/au/legis/nsw/consol_act/ea1990104/s22.html ახალი სამხრეთ უელსის კანონი განათლების შესახებ, 1990 წელი, თავი 22-ე].</ref>
 
სკოლები შესაძლებელია იყოს სახელმწიფო და არასახელმწიფო. სახელმწიფო სკოლები შემდგომში კლასიფიცირდება, როგორც ერთიანი (რომელშიც მიიღება ყველა მოსწავლე წინასწარი გამოცდების გარეშე) და კონკურსული (აქ მოსახვედრად აუცილებელია საკონკურსო შერჩევა). არასახელმწიფო სკოლებში შედიან კათოლიკური სკოლები, სხვა კონფესიის სკოლები და არაკონფესიური დამოუკიდებელი სკოლები.
 
==== სასკოლო ატესტატი ====
''სასკოლო ატესტატი'' ({{lang-en|School Certificate}}) სასწავლო საბჭოს მიერ ეძლევა მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს 10 კლასი და ჩააბარეს გამოცდები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, ავსტრალიის ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო საფუძვლები. გამოცდების შედეგად მოსწავლეებს ეწერებათ ქულები 1-დან 6-მდე.<ref>[http://www.boardofstudies.nsw.edu.au/schoolcertificate/sc_intro.html ახალი სამხრეთ უელსის სასწავლო საბჭო. ინფორმაცია სასკოლო ატესტატის შესახებ].</ref>
 
==== ზედა სკოლის ატესტატი ====
''ზედა სკოლის ატესტატი'', ([[:en:Higher School Certificate (New South Wales)|The Higher School Certificate]] (HSC)), ეძლევა მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს 12 კლასი. მოსწავლეთა უმრავლესობა ამ ატესტატს იღებს სამუშაოზე მოწყობამდე, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში ან პროფესიული სწავლების დაწესებულებებში მიღებამდე (თუმცა ამ ბოლო ჩამონათვალში სწავლის დამთავრების შემდეგაც შეიძლება ამ ატესტატის მიღება). ატესტატის ქონა აუცილებელია რეიტინგის მისაღებად ([[:en:Australian Tertiary Admission Rank|Australian Tertiary Admission Rank]] (ATAR)), რის საფუძველზეც ხდება კოლეჯებში და უნივერსიტეტებში მიღება.
 
=== უმაღლესი განათლება ===
ახალ სამხრეთ უელსში ფუნქციონირებს 11 უნივერსიტეტი. სიდნეიში მდებარეობს 1850 წელს დაარსებული ავსტრალიის პირველი უნივერსიტეტი — [[სიდნეის უნივერსიტეტი]], ასევე [[ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი]], [[მაკუორის უნივერსიტეტი]], [[სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი]] და [[დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტი]]. ექვსიდან ორი [[ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტი]]ს საუნივერსიტეტო ქალაქი მდებარეობს სიდნეიში.
 
სიდნეის ფარგლებს გარეთ წამყვანი უნივერსიტეტებია: — [[ნიუკასლის უნივერსიტეტი]], [[უოლონგონგის უნივერსიტეტი]], [[ახალი ინგლისის უნივერსიტეტი]] არმიდეილში. [[ჩარლზ სტარტის უნივერსიტეტი]] და [[სამხრეთი ჯვრის უნივერსიტეტი]]. მათ აქვთ საუნივერსიტეტო ქალაქები შესაბამისად შტატის სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ სანაპიროს სხვადასხვა ქალაქებში.
 
სახელმწიფო უნივერსიტეტები ეკუთვნის შტატებს, მაგრამ მის რეგულირებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს ფედერალური მთავრობა, რომელიც ასევე მართავს მათ ბიუჯეტურ დაფინანსებას. ახალი სამხრეთ უელსის შტატის უნივერსიტეტებში მიღება ხდება ფედერალური ტერიტორიის უნივერსიტეტებთან ერთობლივად.
 
დაწყებითი პროფესიონალური მომზადებას აწარმოებს 10 სახელმწიფო ტექნიკური განათლებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტი (TAFE). ეს ინსტიტუტები ორგანიზირებას უკეთებენ კურსებს 130-ზე მეტ საუნივერსიტეტო ქალაქებში მთელი შტატის ტერიტორიაზე.
 
==სქოლიო==
ანონიმური მომხმარებელი