ახალი სამხრეთი უელსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (2) using AWB
No edit summary
ხაზი 7:
|რუკა =Tigris-Australia location New South Wales.svg
|დედაქალაქი =სიდნეი
|სულფართობი =809, 444
|ფართობიადგილი =მე-5
|ხმელეთისფართობი =800, 642
|წყლისფართობი =8,8028802
|წყლისწილი =1.,09
|მოსახლეობაწელი =20092011
|მოსახლეობა =7,099,7006 917 658
|მოსახლეობაადგილი =1-ლი
|სიმჭიდროვე =8.87,64
|სიმჭიდროვეადგილი =მე-3
|დროისსარტყელი =UTC+10
ხაზი 25:
}}
 
'''ახალი სამხრეთ უელსი''' ({{lang-en|New South Wales, NSW}}) — სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ავსტრალია (ქვეყანა)|ავსტრალიის]] ყველაზე ძველი და მჭიდროდ დასახლებული შტატი. სახელი შეარქვა [[კუკი, ჯეიმზ|ჯეიმზ კუკმა]], რომელიც ამ მიწაზე გადმოვიდა [[1770]] წელს და მისი აზრით სანაპირო ზოლი ძალიან წააგავდა სამხრეთ [[უელსი|უელსს]]. შტატია [[1901]] წლიდან.
 
* '''ფართობი''' - 801,6800 ათასი.642 კმ².
* '''მოსახლეობა''' - 6 917 658 ადამიანი<ref>[http://www.censusdata.abs.gov.au/census_services/getproduct/census/2011/quickstat/1?opendocument&navpos=220 მოსახლეობის აღწერა (2011)]</ref> (2011).
* '''მოსახლეობა''' - 6.782 ათასი.
* '''ქალაქები''' (ათ.) – [[სიდნეი]] (3.770), დაარს.დაარსდა [[1842]] წელს; ოპერა, [[1959]]-[[1973]]; სიდნეის კოშკი, 320 მ; ნიუკასლი (465), უოლონგონგი (253).
 
== გეოგრაფია ==
შტატის ფართობი შეადგენს 800 642 კმ² (მე-5 ადგილი ქვეყნის შტატებსა და ტერიტორიებს შორის). ჩრდილოეთიდან შტატს ესაზღვრება შტატი [[კუინზლენდი]], სამხრეთიდან შტატი [[ვიქტორია (შტატი)|ვიქტორია]], დასავლეთიდან — შტატი [[სამხრეთი ავსტრალია]], აღმოსავლეთიდან მას გარს ეკვრის [[ტასმანიის ზღვა|ტასმანიის ზღვის]] წყლები ([[წყნარი ოკეანე]]). შტატის ტერიტორიაში იმყოფება ორი [[ანკლავი]] — ავსტრალიის ფედერაციის სუბიექტები — [[ფედერალური ტერიტორია (ავსტრალია)|ფედერალური ტერიტორია]] და [[ჯერვის-ბეი (ტერიტორია)|ჯერვის-ბეი]].
 
[[დიდი წყალგამყოფი ქედი]] შტატს ყოფს მჭიდროდ დასახლებულ აღმოსავლეთ (ზღვისპირა), და სტეპებიან, სასოფლოსამეურნეო, დასავლეთ ნაწილად. თვითონ მთიან რაიონებში, სამეურნეო გამოყენებისათვის მძიმე პირობებისა და ლანდშაფტისა და მცენარეული სამყაროს უნიკალურობის გამო, არის ბევრი ეროვნული პარკი. ტურიზმის ცენტრია იქვე მყოფი ქალაქი [[კატუმბა]].
 
=== ეროვნული პარკები ===
ახალ სამხრეთ უელსში 780-ზე მეტი [[ეროვნული პარკი]] და დაცული ტერიტორიაა, რომელიც ჯამში შტატის მთლიანი ტერიტორიის 8 %-ზე მეტს შეადგენს.<ref>2008 Guide to National Parks, p. 59, NSW NPWS.</ref> დაცული ობიექტები წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ნაირსახეობას: წვიმიან ტყეებს, ჩანჩქერებს, სტეპებს ზღვის რიფებამდე და მეჩხერად დასახლებულ უდაბნოებს, [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ობიექტების ჩათვლით.<ref>[http://www.environment.nsw.gov.au/nationalparks/ Welcome to NSW National Parks]</ref>
 
ავსტრალიის პირველი ეროვნული პარკი (და მეორე მსოფლიოში [[იელოუსტოუნის ეროვნული პარკი]]ს ([[აშშ]]-ში) შემდეგ) 1879 წლის 26 აპრილს გახდა [[სამეფო ეროვნული პარკი]] სიდნეის სამხრეთ ნაწილში. შტატის წველაზე დიდი ეროვნული პარკია [[კოსციუშკოს ეროვნული პარკი]], რომელიც მოიცავს მთიან რეგიონს<ref>Chisholm, Alec H. The Australian Encyclopaedia. Volume 6. Page 249. Halstead Press, Sydney, 1963</ref>.
 
ეროვნული პარკების ასოციაცია შეიქმნა 1957 წელს ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე ეროვნული პარკების სისტემის შექმნის მიზნით. ამას მოჰყვა 1967 წელს ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების სამსახურის შექმნა<ref>[http://www.npansw.org.au/web/about/who.htm National Parks Association of NSW]</ref>.
 
2000 წელს ახალი სამხრეთ უელსის შტატში შვიდი ეროვნული პარკი და ერთი [[რეზერვატი]] გაერთიანდა [[დიდი ცისფერი მთების ტერიტორია]]ში.
 
== ისტორია ==
ითვლება, რომ შტატი დაარსდა 1788 წლის იანვარში ინგლისელი გადასახლებულების გადასვლის მომენტში, რომლებიც ჩაიყვანა ავსტრალიაში [[პირველი ფლოტი|პირველმა ფლოტმა]], რომლებმაც ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე [[პორტ-ჯექსონი]]ს ყურეში დააარსეს პირველი ევროპული დასახლება სიდნეი (დღეისათვის ქალაქი სიდნეი).
 
თავიდან შტატი მოიცავდა ავსტრალიის კონტინენტური ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. XIX საუკუნეში მას ნელ-ნელა გამოეყვნენ სხვა მსხვილი რეგიონები.
 
=== აბორიგენები ===
თავიდან შტატის ტერიტორია დასახლებული იყო აბორიგენთა ტომებისაგან, რომლებიც ავსტრალიის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ დაახლოებით 40—60 ათასი წლის უკან.
 
=== 1788 წელი. ბრიტანეთის კოლონიზაცია ===
ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიის აღმოჩენა [[ევროპა|ევროპელების]] მიერ მოხდა კაპიტან ჯეიმზ კუკის (ინგლ. James Cook) ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობისას 1770 წელს.
 
ჟურნალში, სადაც კუკი აღწერდა ავსტრალიის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს, პირველად მის დასახელებად მოხსენებული იყო «ახალი უელსი». შემდგომში იგი მან შეცვალა სახელით — «ახალი სამხრეთ უელსი».<ref>Captain W.J.L. Wharton’s preface to his 1893 transcription of Cook’s journal. [http://ebooks.adelaide.edu.au/c/cook/james/c77j/preface.html University of Adelaide Library’s Electronic Texts Collection]</ref>
 
პირველი [[ბრიტანეთის იმპერია|ბრიტანული]] კოლონია დააარსა კაპიტანმა [[არტურ ფილიპი|არტურ ფილიპმა]] (ინგლ. Arthur Phillip), რომელიც იყო მისი [[გუბერნატორი]] დაარსების მომენტიდან — 1788 წლიდან 1792 წლამდე.<ref>{{Cite web|first=Arthur|last=Phillip|url=http://www.gutenberg.org/etext/15100|title=The Voyage of Governor Phillip to Botany Bay|quote=With an Account of the Establishment of the Colonies of [[Port Jackson]] and [[Norfolk Island]]|year=1789|publisher=[[Project Gutenberg]]|archiveurl=http://www.webcitation.org/65Dd51vOK|archivedate=2012-02-05}}</ref><ref>{{Cite web|first=B. H.|last=Fletcher|url=http://www.adb.online.anu.edu.au/biogs/A020292b.htm|title=Phillip, Arthur (1738 - 1814)|work=[[Australian Dictionary of Biography]]|publisher=[[Melbourne University Press]]|year=1967|pages=326–333|archiveurl=http://www.webcitation.org/65Dd5aPn5|archivedate=2012-02-05}}</ref> ამ დროის განმავლობაში ახალი სამხრეთ უელსი მხოლოდ [[კატორღა|კატორღული]] კოლონიის როლს ასრულებდა.
 
მრავალწლოვანი ქაოსის, ანარქიისა და ბრიტანელების მიერ 1809 წელს გუბერნატორის [[უილიამ ბლაი]]ს (ინგლ. William Bligh) ჩამოგდების შემდეგ<ref>{{Cite web|first=N. D.|last=McLachlan|url=http://www.adb.online.anu.edu.au/biogs/A020162b.htm|title=Macquarie, Lachlan (1762 - 1824)|work=[[Australian Dictionary of Biography]]|publisher=[[Melbourne University Press]]|year=1967|pages=187–95|archiveurl=http://www.webcitation.org/65Dd6UUsJ|archivedate=2012-02-05}}</ref> გამოგზავნილი იქნა ახალი გუბერნატორი — [[ვიცეპოლკოვნიკი]] (შემდგომში [[გენერალ-მაიორი]]) [[ლაკლან მაკუორი]] (ინგლ. Lachlan Macquarie), რომლის ამოცანაც იყო კოლონიის რეფორმირება. მაკუორიმ დაიწყო გზების, ეკლესიების, ნავთსაყუდლებისა და საზოგადოებრივი სახლების მშენებლობა, მკვლევარებს აგზავნიდა კონტინენტის სიღრმეებში, ასევე დაიქირავა [[არქიტექტორი]] სიდნეიში ქუჩების განლაგების დასაპროექტებლად. ლაკლან მაკუორის მუშაობის შედეგები დღესაც კი სჩანს.
 
=== XIX საუკუნე ===
XIX საუკუნის განმავლობაში ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიას თანმიმდევრობით ჩამოშორდა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომლებიც გახდნენ ბრიტანეთის კოლონიები ცალ-ცალკე: [[ტასმანია (შტატი)|ტასმანია]] (გამოცხადდა ცალკე კოლონიად ვან-დაიმენის მიწის სახელით 1825 წელს), [[სამხრეთი ავსტრალია]] (1836 წელს), [[ახალი ზელანდია]] (1841 წელს), [[ვიქტორია (შტატი)|ვიქტორია]] (1851 წელს) და [[კუინზლენდი]] (1859 წელს). ახალ სამხრეთ უელსს 1855 წელს ნება დართეს ჰყოლოდა თავისი მთავრობა.
 
=== 1901 წელი — ავსტრალიის ფედერაცია ===
XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო მოძრაობა ავსტრალიის კოლონიების გასაერთიანებლად ფედერაციაში. იმართებოდა რეგულარული კონფერენციები და ფორუმები, რომლებშიც მონაწილეობდნენ კოლონიების ლიდერები. კამათში ძირითადად მონაწილეობდნენ თავისუფალი ვაჭრობის დამცველები ახალი სამხრეთ უელსიდან და პროტექციონისტური ეკონომიკის მიმდევრები შტატ ვიქტორიადან. იმ დროს საბაჟო პოსტები საზღვრებზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1893 წელს ქალაქ [[კოროვა]]ში (ინგლ. Corowa) შეხვედრისას შემუშავდა კონსტიტუციის თავდაპირველი პროექტი.
 
1898 წელს ფედერაციის შესაქმნელად ჩატარდა რეფერენდუმები შტატებში: ახალი სამხრეთ უელსი, ვიქტორია, სამხრეთი ავსტრალია და ტასმანია. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ფედერაციის შექმნას, მაგრამ ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ მოითხოვა თანხმობის მიმცემთა კვალიფიცირებული უმრავლესობა, რომელიც არ შესრულდა.
 
1899 წელს დამატებითი რეფერენდუმები ჩატარდა იმავე შტატებში, და ასევე კუინზლენდში (დასავლეთ ავსტრალიაში რეფერენდუმი არ ჩატარებულა). ყველა რეფერენდუმზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ფედერაციის შექმნას, მითუმეტეს მხარდამჭერთა რიცხვი უფრო მეტი იყო ვიდრე წინა რეფერენდუმზე. ახალ სამხრეთ უელსშიც კი გადაილახა მთავრობის დაწესებული კვალიფიცირებული უმრავლესობის თამასა. დედაქალაქის არჩევისას, როგორც კომპრომისი მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: დედაქალაქი იქნება ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე, მაგრამ სიდნეიდან არაუახლეს 161 კილომეტრისა (100 მილი). როდესაც შეირჩა [[კანბერა]], ახალმა სამხრეთ უელსმა ფედერაციას დაუთმო რაიონი, რომელიც დღეისათვის ფედერალური ტერიტორიაა.
 
=== XX საუკუნის პირველი ნახევარი ===
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დამთავრების შემდეგ განახლებულ საერთაშორისო ვაჭრობას ომისდროინდელი მაღალი ფასების კლება მოჰყვა. გაიზარდა ფერმერების უკმაყოფილება მთავრობის მიერ ომის დროს დადგენილ ფიქსირებულ ფასებზე. 1919 წელს ფერმერებმა შექმნეს [[ავსტრალიის ნაციონალური პარტია]] (ინგლ. Country Party).
 
[[დიდი დეპრესია]], რომელიც დაიწყო 1929 წელს, ახალ სამხრეთ უელსში გაჩაღდა პოლიტიკური და კლასობრივი ბრძოლის პერიოდი. მასობრივმა უმუშევრობამ და წიაღისეულზე ფასების ვარდნამ გააღატაკა, როგორც ქალაქის მოსახლეობა, ისევე ფერმერები. ამით ისარგებლა ავსტრალიის [[ავსტრალიის ლეიბორისტული პარტია|ავსტრალიის ლეიბორისტულმა პარტიამ]] (англ. Labor Party) და მოვიდა ხელისუფლებაში.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასაწყისში 1939 წელს განსხვავება ახალ სამხრეთ უელსსა და სხვა შტატებს შორის, რომელმაც თავი იჩინა XIX საუკუნეში, გათანაბრდდა, მათი გაერთიანებისა და ეკონომიკური განვითარების გამო. მაგრამ ახალი სამხრეთ უელსი მაინც უსწრებდა ვიქტორიის შტატს, როგორც სამრეწველო განვითარებაში, ისევე განსაკუთრებით საფინანსო და სავაჭრო სფეროებში. ლეიბორისტები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში 1941 წელს და ზედიზედ 24 წელი ქვეყანას მართავდნენ. მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია მორიგი ნახტომი სამრეწველო განვითარებაში და უმუშევრობის ლიკვიდაციაში სამხედრო ეკონომიკის მოთხოვნების აუცილებლობის დაკმაყოფილების გამო.
 
=== ომისშემდგომი პერიოდი ===
ლეიბორისტები ხელისუფლებაში იყვნენ 1965 წლამდე. ამ ვადის დასრულებისას სიდნეიში გამოცხადდა კონკურსი თეატრალურ-საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად [[ბინელონგ-პოინტი]]ს [[კონცხი|კონცხზე]]. კონკურსი მოიგო არქიტექტორმა [[იორნ უტზონი|იორნ უტზონმა]]. დისკუსიას მშენებლობის ხარჯებზე, რომელსაც შემდგომში მოჰყვა [[სიდნეის ოპერის თეატრი]]ს აშენება მიიღო პოლიტიკური შეფერილობა და გახდა ერთ-ერთი ფაქტორი 1965 წლის არჩევნებში ლეიბორისტების დამარცხებისა. ამ არჩევნები გაიმარჯვა კონსერვატიულმა [[ავსტრალიის ლიბერალური პარტია|ავსტრალიის ლიბერალურმა პარტიამ]].
 
1960-იანი წლების ბოლოს [[ახალი ინგლისი (ავსტრალია|ახალი ინგლისის]] [[სეპარატიზმი|სეპარატისტული]] მოძრაობის მოთხოვნებმა ახალი სამხრეთ უელსის შტატიდან გამოყოფის თაობაზე გამოიწვია რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხზე. ახალი შტატის ტერიტორია დაიკავებდა ახალი სამხრეთ უელსის ჩრდილოეთის მნიშვნელოვან ნაწილს, ქალაქ [[ნიუკასლი (ავსტრალია)|ნიუკასლის]] ჩათვლით. რეფერენდუმზე მცირე უპირატესობით გაიმარჯვა შტატში დარჩენის პოზიციამ.
 
2000 წელს სიდნეიმ საკმაოდ კარგად ჩაატარა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000]].
 
== პოლიტიკური წყობა ==
 
=== კონსტიტუცია ===
ახალი სამხრეთ უელსის პოლიტიკური მოწყობის ფორმა მოცემულია 1856 წლის კონსტიტუციაში, თუმცა მან განიცადა ბევრი ცვლილება ამდენი ხნის განმავლობაში. 1901 წელს იგი გახდა ავსტრალიის შტატი და მისი ურთიერთობა კავშირთან რეგულირდება ავსტრალიის კონსტიტუციით.
 
ავსტრალიის კონსტიტუციის შესაბამისად ახალმა სამხრეთმა უელსმა კავშირს გადასცა გარკვეული საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილებები, ამასთან ერთად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა ყველა დანარჩენ სფეროებში. ახალი სამხრეთ უელსის კონსტიტუციაში ჩაწერილია: «კანონმდებელი ყველა შემთხვევაში ფლობს ხელისუფლებას, მხოლოდ ავსტრალიის კავშირის კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით, მიიღოს კანონები მშვიდობისა და კეთილდღეობის ინტერესებში და კარგად მართოს ახალი სამხრეთ უელსი».
 
=== პარლამენტი ===
პარლამენტი შედგება ორი პალატისგან: საკანონმდებლო ასამბლეისაგან (ქვედა პალატა) და საკანონმდებლო საბჭოსაგან (ზედა პალატა). არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მარტის მეოთხე შაბათს, სულ ბოლო არჩევნები ჩატარდა 2011 წლის 26 მარტს. საკანონმდებლო ასამბლეაში ირჩევა ერთი დეპუტატი ყოველი 93 საარჩევნო ოლქიდან. საკანონმდებლო საბჭოს ნახევარი — ანუ 42 წევრი ირჩევა პარტიული სიით.
 
=== აღმასრულებელი ხელისუფლება ===
შტატში აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს გუბერნატორი, რომელიც წარმოადგენს დედოფალ [[ელისაბედ II]]-ს და დანიშნულია მის მიერვე. დღესდღეობით შტატის გუბერნატორია პროფესორი [[მარი ბრაშირი]] (ლედი შიხეიდი). გუბერნატორი პრემიერის პოსტზე ნიშნავს იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რომელ პარტიასაც საკანონმდებლო ასამბლეაში აქვს უბრალო უმრავლესობა. პრემიერი რეკომენდაციას იძლევა მინისტრების კანდიდატურებზე პარლამენტის წევრთა რაოდენობიდან. აუცილებელია აღინიშნოს, რომ, როგორც სხვა [[ვესტმინსტერის სისტემა|ვესტმინსტერის სისტემის]] ქვეყნებში, მთავრობის ფორმირება პარლამენტის წევრთა რაოდენობიდან ახალ სამხრეთ უელსში არ ითვლება კონსტიტუციის მოთხოვნად, მაგრამ იქცა ჩვეულებად. დღესდღეობით პრემიერია [[ავსტრალიის ლიბერალური პარტია|ლიბერალურ]]-[[ავსტრალიის ნაციონალური პარტია|ნაციონალური]] კოალიციის ლიდერი ბარი ო’ფარელი.
 
=== ოპერატიული სამსახურები ===
შტატში სამართალდაცვას უზრუნველყოფს ახალი სამხრეთ უელსის [[პოლიცია]], რომელიც დაარსებულია 1862 წელს. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციას აქვს სრული უფლება დანაშაულების გამოძიებისა და განახორციელოს დევნა სისხლის სამართლის კუთხით შტატის მთელ ტერიტორიაზე.
 
შტატში ფუნქციონირებს ორი სახანძრო სამსახური: ნებაყოფლობითი სასოფლო სახანძრო სამსახური, რომელიც პასუხს აგებს შტატის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე, და შტატის სახანძრო ბრიგადები, სახელმწიფო სააგენტო, რომლებიც პასუხს აგებენ ქალაქის რაიონების დაცვაზე. ამ სამსახურებს შორის არსებობს გარკვეული დუბლირება, რომელიც დაკავშირებულია სამსახურეობრივ დაქვემდებარებასთან.
 
სასწრაფო დახმარებით მომსახურება ხდება ახალი სამხრეთ უელსის სასწრაფო დახმარების სამსახურის მეშვეობით. დამხმარე-ავარიული ოპერაციები (მაგალითად, სამთო დახმარების, დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში) ტარდება ყველა ოპერატიული სამსახურების მაშველთა ქვეგანყოფილებებთან ერთობლივად. ნებაყოფლობით მაშველთა ორგანიზაციებში შედის ავსტრალიის ნებაყოფლობითი სანაპირო დაცვა, შტატის განსაკუთრებული სამსახური, [[სერფინგი]]ს მოყვარულთა სიცოცხლის დაცვის სამსახური და მაშველთა ნებაყოფლობითი ასოციაცია.
 
== ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა ==
შტატის ტერიტორია იყოფა ადგილობრივი მმართველობის რაიონებად (ინგლ. — Local Government Areas), რომლებიც პერიოდულად რესტრუქტურირდება და რაციონალირდება შტატის მთავრობის მიერ.
 
დღეისათვის ადგილობრივი მმართველობა შტატის ხელისუფლების მიერ კლასიფიცირდება ორ კატეგორიად: ქალაქი (ინგლ. — cities) და რაიონი (ინგლ. — areas). განსხვავება მათ შორის უმნიშვნელოა. ქალაქად ითვლება რაიონი, რომელმაც მიიღო ქალაქის სტატუსი გუბერნატორისაგან. რაიონის დასახელება ხშირად ტოვებს მის უკან ტიტულს, რომელიც მათ ჰქონდათ კანონმდებლობის რეფორმამდე (1993 წლის ადგილობრივი მმართველობის კანონი, ინგლ. — [[1993]] Local Government Act), თუმცა ამ ტიტულებს უკვე აღარა აქვთ იურიდიული სტატუსი. ეს ტიტულებია: მუნიციპალიტეტი (ინგლ. — municipalities, უპირატესად შიდა ქალაქის რაიონები და მცირე ქალაქები) და საგრაფოები (ინგლ. — shires, უპირატესად სასოფლო ან ქალაქგარე რაიონები). ბევრმა ადგილობრივმა საბჭოებმა უარი თქვეს მათი დასახელების დროს რაიონის ტიტულის გამოყენებაზე და თავიანთ რაიონებს ახსენებენ უბრალოდ საბჭოებად (ინგლ. — councils).
 
2005 წლის ნოემბრის მდგომარეობით ახალ სამხრეთ უელსში იყო 152 ადგილობრივი მმართველობის რაიონი. ამის გარდა, არსებობს არაინკორპორირებული გარე-დასავლეთი რეგიონი (ინგლ. — Unincorporated Far West Region), რომელიც განლაგებულია მეჩხერად დასახლებულ გარე დასავლეთში და არ არის რომელიმე ადგილობრივი მმართველობის რაიონის ნაწილი, ასევე კუნძული [[ლორდ-ჰაუ]] (ინგლ. — Lord Howe Island), რომელიც ასევე არაინკორპორირებულია, მაგრამ თვითმმართველია კუნძულის საბჭოს მიერ.
 
ადგილობრივი მმართველობის რაიონები ხელსაყრელი მართვის პირობების შესაქმნელად ჯგუფდება რამოდენიმე რეგიონად. რეგიონებად დაყოფა არ არის ოფიციალური. შტატის სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტები იყენებენ საკუთარ კლასიფიკაციას, რომელშიც შეიძლება შეიყვანონ 7-დან 14-მდე რეგიონი.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ავსტრალიის შტატები და ტერიტორიები}}