თალიბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
|სქოლიო =
}}
'''თალიბანი''', ან '''თალიბანის მოძრაობა''' (თულაბას დამახინჯებული ფორმა, არაბული თალიბის მრავლობითი ფორმა, „მოსწავლე“) — ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პაშტუნთაპუშტუნთა მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ [[ავღანეთი|ავღანეთს]] მართავდა 1996-2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: [[არაბთა გაერთიანებული საამიროები]], [[პაკისტანი]] და [[საუდის არაბეთი]]. [[გაეროს უშიშროების საბჭო]]ს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.<ref>[http://www.un.org/sc/committees/1267/consolist.shtml Security Council Committee established pursuant to resolution 1267 (1999) concerning Al-Qaida and the Taliban and Associated Individuals and Entities]</ref> თალიბანს [[აშშ]]-ში არ არქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი.<ref>[http://lenta.ru/lib/14162689/ ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედი ისლამური გაერთიანება]</ref>
 
„თალიბანის მოძრაობა“ შეიქმნა 1994 წლის ზაფხულში [[ყანდაარი|ყანდაარში]], ავღანეთში მიმდინარე სამოქალაქო გაცხარებული ომის დროს. თავდაპირველად თალიბანში გაწევრიანებულები იყვნენ ომის ვეტერანები, ლტოლვილი პუშტუნები, რომლებმაც რელიგიური განათლება პაკისტანურ მედრესეში მიიღეს და მხარდაჭერილნი იყვნენ პაკისტანელი სპეცსამსახურების მიერ. თალიბების იდეოლოგია მოიცავდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს ადგილობრივ პუშტუნურ ჩვეულებებთან ერთად. იმ დროს თალიბების მიზანი იყო [[ისლამი|ისლამური]] ნორმების აღდგენა, აგრეთვე მშვიდობის დაბრუნება [[ავღანეთი|ავღანეთში]]. მოძრაობას მეთაურობდა ომის ვეტერანი [[მოჰამედ ომარი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თალიბანი“-დან