მიქაელ ულუმბოელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ლიტერატურა: გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება, გასწორდა თხრობის სტილი, გასწორდა ორთოგრაფია, დაე...
ხაზი 2:
'''მიქაელ ულუმბოელი''' — საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი [[ასურელი მამები|ასურელი მამათაგანი]]. [[საქართველო]]ში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად დააარსა [[ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია|ულუმბის მონასტერი]], რომელიც მდებარეობს [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]]. იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე.
 
<gallery>
ფაილი:Example.jpg|აღწერა1
ფაილი:Example.jpg|აღწერა2
</gallery>
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|25|ლომინაძე ბ.}}
Line 7 ⟶ 11:
{{ასურელი მამები}}
[[კატეგორია:ასურელი მამები]]
მიქაელ ულუმბოელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად. დააარსა ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე.
 
მიქაელ ულუმბოელი იყო ერთი ცამეტთაგანი, "რომელთა განაკვირვნეს ყოველნი ქართველნი." ანტიოქიელი მოღვაწე წმ. მიქაელ ულუმბოელი, ნეტარ იოანე ზედაზნელის რჩეულთა შორის აღმოჩნდა. მასზე, სხვა ასურელ მამათა მზგავსად, "დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი დაიხსნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა". მისი სასწაულმოქმედი მოღვაწეობის შემცველი მასალა არ შემორჩენილა. ასწლეულთა განმავლობაში, უსჯულოთა შემოსევებმა მრავალი წმიდა სავანე შემუსრა. ასეთ ძნელბედობის ჟამს უნდა შეეწირა მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროებიც."
 
წმიდა მამა მიქაელ, “დაუძინებელი მუშეკი და დიდებული მოღუაწე ყანისა ქრისტესისა, შემდგომად მოძღვრისა მიერ, ზედაზენის მთიდან, მოწაფეთა განტევებისა”, გაემართა ზემო ქართლისა და ოსეთისკენ. ნეტარი მიქაელიც, სხვა ათორმეტთა მსგავსად, უფალმა "მან თავადმან აღავსო სულითა წმიდითა და მანვე თავადმან შეამკუნა ნიშთა და სასწაულთა მიერ." იგი იყო მოწყალე და კაცთმოყვარე, უცხოთა შემწყნარებელი და დავრდომილთა მფარველი. ძნათა მსგავსად… კეთროვანთა განსწმედდა, ეშმაკთა განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა".
 
ნეტარმა მამამ "აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალის წყალსა ზედა". იქ დამკვიდრდა, მარხვა-ლოცვით განვლო ამქვეყნიური ცხოვრება და აღესრულა. მის მიერ დაარსებულ მონასტერში "დაიდვა მრავალ მოღუაწე გუამი მისი."
 
მიქაელ ულუმბოელის გარდა, იოანე ზედაზნელის მოწაფეები იყვნენ: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი; აგრეთვე: პიმენი, ნათანე, იოანე და დოდო.