მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''დიდი სქიზმა''' — საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელ]] და [[კათოლიციზმი|კათოლიკეურ]] ეკლესიად გაჰყო.
 
დიდი სქიზმის თარიღად, ჩვეულებრივ, სახელდება [[1054]] წელი, როდესაც რომის პაპიპაპის [[ლეო IX]]-ის დესპანმა კარდინალმა [[ჰუმბერტ სილვა-კანდიდელი|ჰუმბერტ სილვა-კანდიდელმა]] და [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის]] პატრიარქმა [[მიქაელ I კერულარიოსი|მიქაელ I კერულარიოსმა]] წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. თუმცა ამგვარი ზუსტი დათარიღება ისტორიულად უმართებულოა. ფაქტობრივად რომის პაპი ზოგჯერ ამის შემდეგაც მოიხსენიებოდა მართლმადიდებლურ [[ლიტურგია]]ში. [[რომი|რომსა]] და [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]] შორის ურთიერთობა ემოციურად გაუარესდა [[1204]] წელს [[მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის]] დროს, როდესაც [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციელებმა]] ქალაქი [[კონსტანტინოპოლი]] დაუნდობლად გაძარცვეს და ბიზანტიის ტერიტორიაზე ახალი ფეოდალური სახელმწიფო, [[ლათინთა იმპერია]] და ლათინთა საპატრიარქო შექმნეს. დღეს ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო მზარდი გაუცხოების გამო, რომელსაც თან დაერთო პაპის ავტორიტეტის ზრდაც. განხეთქილებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა თეოლოგიური სხვაობები, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური ფაქტორები. მართლმადიდებელ ეკლესიას რომი საბოლოოდ გამოეყო 1729 წელს, როდესაც რწმენის გამავრცელებელმა კონგრეგაციამ მართლმადიდებლურ საიდუმლოებში თანაზიარება (''communicatio in sacris'') აკრძალა. ამის საპასუხოდ, 1755 წელს კონსტანტინოპოლის, [[ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია|ალექსანდრიისა]] და [[იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია|იერუსალიმის]] პატრიარქებმა [[კათოლიკობა|კათოლიკები]] [[მწვალებლობა|მწვალებლებად]] გამოაცხადეს. [[ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის საპატრიარქო]] მათ მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|მოსკოვის საპატრიარქოს]] გადაწყვეტილება არ მიუღია. კათოლიკეთა მწვალებლებად აღიარება მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე არ წაუღია უკან, თუმცა 1054 წლის [[ანათემა]] პაპ [[პავლე VI]]-ის მიერ მოწვეული [[ვატიკანის მეორე კრება|ვატიკანის მეორე კრებისა]] და მსოფლიო პატრიარქ [[ათინაგორა I]]-ის მიერ 1965 წლის 7 დეკემბერს ერთდროულად [[რომი|რომსა]] და [[სტამბოლი|სტამბოლში]] გაუქმებულად გამოცხადდა.
 
== აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუცხოება ==
ანონიმური მომხმარებელი