გურამ რჩეულიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.121.220.64-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 27:
 
==ბიოგრაფია==
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა [[1934]] წლის [[4 ივლისი|4 ივლისს]] ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]. [[1957|1957 წელს]] დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ კი გამოაქვეყნა [[1957]] წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ [[1961|1961 წელს]] გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია [[გერმანული ენა|გერმანულ]], [[უნგრული ენა|უნგრულ]], [[ბულგარული ენა|ბულგარულ]], [[ლიტვური ენა|ლიტვურ]], [[ჩეხური ენა|ჩეხურ]], [[რუსული ენა|რუსულ ენებზე]].
 
მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ“ და „აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ“. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – „ალავერდობა“, „უსახელო უფლისციხელი“. გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. იგი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. იგი [[1960]] წლის [[23 აგვისტო]]ს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ [[გაგრა]]ში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.
 
==რესურსები ინტერნეტში==