ჯულია ლენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
1946 წლის ივლისში [[251 Menlove Avenue|მიმის სახლს]] ესტუმრა ლენონის მამა — ალფრედი და პატარა ჯონი წაიყვანა [[ბლეკპული|ბლეკპულში]]. მას ახალ ზელანდიაში გამოუჩნდა სამუშაო და გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეყვანა თავისი შვილი, მაგრამ მოულოდნელად მამა-შვილს თავს დაადგა ჯულია. ცოლ-ქმარს შორის გაიმართა კამათი და მათ ორჯერ დააყენეს ჯონი არჩევანის წინაშე: ან დედა ან მამა. ორჯერვე ჯონმა მამასთან გამგზავრება არჩია, მაგრამ, როდესაც თვალცრემლიანი ჯულია უკან გაბრუნდა, ჯონი ტირილით გამოედევნა დედას. გულდაწყვეტილი ალფრედი მარტო გაემგზავრა ახალ ზელანდიაში.
 
როდესაც ჯონი წამოიზარდა, მას დაუოკებელი ლტოლვა გაუჩნდა მუსიკისადმი. მიმი მეტად მკაცრი აღმზრდელი გამოდგა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჯონის ამ მიდრეკილებას. სამაგიეროდა მისი ქმარი [[ჯორჯ თუგუდ სმიტი|ჯორჯ სმიტი]] უფრო ალერსიანი იყო ჯონის მიმართ და სწორედ მან უყიდა ჯონს პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი. ეს იყო პირის გარმონი. ამასობაში ჯულიამაც მოუწონა ჯონს მუსიკისადმი ლტოლვა და პირველმა შეასწავლა მას ბანჯოზე დაკვრა. შემდეგ გიტარაც უყიდა და „[[ქუორიმენი|ქუორიმენშიThe Quarrymen]]-ში“ მონაწილეობასა და [[პოლ მაკ-კარტნი]]სთან ურთიერთობაც მოუწონა. ლენონი მეცხრე ცაზე იყო, ვინაიდან მან დედამისში დაინახა არა მარტო მშობელი, არამედ მეგობარი და მასწავლებელიც.
 
ეს იყო ჯონის ცხოვრებაში უბედნიერესი ხანა, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მას ცხოვრება უმზადებდა მწარე გამოცდას, რომლისაგან გამოწვეული სტრესიც ჯონს მთელი ცხოვრებისა და შემოქმედების მანძილზე გაჰყვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ლენონი“-დან