ლომბარდიის რკინის გვირგვინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
რკინის გვირგვინის სახელწოდება წარმოდგება მასში ჩასმული დაახ. 1 სმ-ის სიგანის რკინის სარტყლისგან, რომელიც გადმოცემით [[იესო ქრისტე]]ს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი. ტრადიციის მიხედვით, ეს ლურსმანი პირველად იმპერატორ [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე I]]-ს დედამისმა მისცა, რომელმაც თავის მხრივ ეს ჯვარი აღმოაჩინა.
 
თუ როგორ ჩაუვარდა ეს ლურსმანი ლომბარდის მეფეებს, ჩრდილოეთ [[იტალია|იტალიის]] [[გერმანელები|გერმანელ]] დამპყრობლებს, გაურკვეველია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მის აღმოჩენასთან დაკავშირებულია [[თეოდელინდა]], ლანგობარდთა დედოფალი. შემდგომში ეს გვირგვინი ლომბარდიის მეფეთა, მოგვიანებით კი შუასაუკუნეების [[იტალიის სამეფოსსამეფო]]ს სიმბოლო გახდა.
 
გვირგვინის გარე სარტყელი ექვსი ჭედური [[ოქრო]]სა და [[მინანქარი|მინანქრის]] სეგმენტისგან შედგება, რომელიც გარშემო ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი ჯვრებისა და ყვავილების რელიეფური ფორმებით. სარტყლები ერთმანეთზე მცირე ზომის ანჯამებითაა დამაგრებული.