მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
მხარგრძელი მონაწილეობდა ქართველთა თითქმის ყველა ლაშქრობაში XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე: [[შამქორის ბრძოლა 1195|შამქორისა]] და [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლებში]], ანისის, არდებილის, ირანის ლაშქრობებში და სხვა. ის, როგორც სამხრეთ საქართველოს ფეოდალი, სარდლობდა [[მეწინავე]] [[სადროშო|სადროშოს]]. [[თამარი|თამარის]] ისტორიკოსის ცნობით, "მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნენ მეფისა მიერ ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი".
 
 
კონფესიურად ზაქარია იყო ერთადერთი [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტი]] მხარგრძელი ამ პერიოდში. მისი მოძღვარი იყო ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწე და კანონმდებელი [[მხითარ გოში]]. XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსების [[კირაკოს განძაკეცი|კირაკოს განძაკეცისა]] და [[ვარდან ბარძბერდეცი|ვარდან აღმოსავლელის]] ცნობით, ზაქარია ცდილობდა ზოგიერთი ცვლილების შეტანას სომხურ სარწმუნოებაში, რათა დაეახლოვებინა ის ქართულ სარწმუნოებასთან. ამ მიზნით მხარგრძელის ინიციატივით მოწვეულ იქნა ლორისა ([[1205]]) და ანისის ([[1207]]) [[საეკლესიო კრებები]].
 
 
ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ძირითადი შტო გაიყო 2 ნაწილად: ზაქარიასა და [[მხარგრძელი, ივანე I|ივანეს]] (ზაქარიას ძმა) სახლებად. მხარგრძელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებაში, თურქების მიერ დაპყრობილი ამიერკავკასიის მიწების განთავისუფლებასა და საქართველოსთან შეერთებაში. ამიტომაც იმდროინდელი ქართული წყაროები (რომელიც ასახავენ ქართულ ფეოდალური არისტოკრატიის თვალსაზრისს) ქებით იხსენიებენ მხარგრძელს და მაღალ შეფასებას აძლევენ მის თავდადებას ქართული სახელმწიფოს ინტერესებისათვის, ერთგულებას მეფისადმი, მის პიროვნულ ღირსებებს. ვარდანის ცნობით, მხარგრძელი გარდაიცვალა ირანის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ. დაკრძალეს [[სანაინი|სანაინში]], თავის საგვარეულო მონასტერში.
* ''მეტრეველი რ.,'' შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
{{ქსე|7|271|შოშიაშვილი ნ.}}
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 271, თბ., 1984
 
{{DEFAULTSORT:მხარგრძელი, ზაქარია II}}