საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q6978338)
'''საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო''' — [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის [[ეეროვნული უშიშროება|უშიშროებასთან]] დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.
 
მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციით]], კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: [[საქართველოს პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] (საბჭოს თავმჯდომარე), [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]], საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1072 ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის, თბ., ფონდი Alpe, 2005]</ref>
 
[[2011]] წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უსაფრთხოების[[უშიშროება|უშიშროების]] სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.<ref>[http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=70249&Itemid=1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა / Information Agency 'PirWeli']</ref>
 
== თავმჯდომარეები ==
93

რედაქტირება