ადამიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'politikuri cxoveli'-ით
188.129.234.243-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.137.146.21-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
ხაზი 1:
{{საკამათო}}{{გრამატიკა}}
politikuri cxoveli
[[ფაილი:Uomo Vitruviano.jpg|მინი|[[ვიტრუვიანელი ადამიანი]], [[ლეონარდო და ვინჩი]]]]
'''გონიერი ადამიანი''' (''[[ლათ.]]'' Homo sapiens) — [[პრიმატები]]ს სახეობა, [[ჰომინიდები]]ს ჯგუფის წარმომადგენელი [[ადამიანი (წარმოშობა)|ადამიანთა]] მოდგმისა. ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს წარმოქმნაში, რითაც შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — [[ანთროპოსფერო]]. ადამიანთა ინდივიდების შერწყმას ეწოდება დედამიწის [[პოპულაცია]] ან [[კაცობრიობა]]. ინდივიდების ურთიერთმოქმედება წარმოქმნის პოპულაციას საზოგადოებაში ან [[სოციუმი|სოციუმს]]. ყველა ინფორმაცია, რომელიც შენახულია და ცირკულირებს საზოგადოებაში, წარმოქმნის [[ნოოსფერო]]ს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის [[კულტურა]]ს. ადამიანთა სახეობა, როგორც ბევრი სხვა ბიოლოგიური სახეობა, იყოფა ორ სქესად: [[მამრობითი|მამრი]] და [[მდედრობითი|მდედრი]].
 
== სხეულის შემადგენლობა ==
ამჟამად დისკუსიის საკითხია,საჭიროა თუ არა ჩავრთოთ ადამიანთა სახეობაში Homo sapiens [[ნეანდერტალელები|ნეანდერტალელი]], გაიყოს სახეობა ორ ქვესახეობად: Homo sapiens neandertalis და Homo sapiens sapiens, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეადგენენ თუ არა პალეანთროპები და ადამიანები თანამედროვე ფიზიკური სახის ერთ სახეობას. ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, შეიძლება თუ არა ამ ორი შტოსგან შთამომავლობის მიღება და წარმოდგენილი არის თუ არა თანამედროვე ადამიანების პოპულაციაში ნეანდერტალელების [[გენი]].
 
== ადამიანის წარმომავლობა ==
[[ფაილი:Craniums of Homo.svg|მინი|თავის ქალები: 1.[[გორილა]]; 2.[[ავსტრალოპიტეკი]]; 3.[[ჰომო ერექტუსი]]; 4.[[ნეანდერტალელი]]; 5.[[შტეინჰემის თავის ქალა]]; 6. თანამედროვე ჰომო საპიენსი]]
* მითოლოგიაში უმეტესად ადამიანთა ჯიში მოდის მშობელთა მშობლებისაგან ანუ [[პირველი ადამინები]]ს მოდგმისაგან რომლებიც გახდნენ ადამიანთა დედა და მამა. სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, მათ ერქვათ [[ასკი და ემბლა]], იუდაიზმში და მისგან წამოსულ რელიგიებში [[ადამი და ევა]].
 
* ზოგიერთ მითოლოგიაში ღმერთები ქმნიდნენ ერთდროულად მთლიან ერს.
* [[იუდაიზმში]], ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანთა ჯიში წარმოიშვა რამდენიმეჯერ.
* სამეცნიერო თვალსაზრისით, თანამედროვე ადამიანი გაჩნდა [[აფრიკა]]ში დაახლოებით 200 ათასი წლის წინ, ევოლუციის შედეგად ადამიანთა (მაიმუნის მაგვარი) წინაპრებისგან. რებეკა კანის მიერ ჩატარებული [[მიტოქონდრიული]] [[დნმ]] - ის ”უხეში” ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ადამიანთა პირველი მშობლის [[ევა]]ს ასაკი 160 ათასი წელი. ხოლო 196 ათასი წლის არის ადამიანთა თავისქალები [[ომო-1]] და [[ომო-2]] ანუ (homo sapiens) [[ეთიოპია]]ში. 100 ათასი წლის წინათ განსახლების დროს პირველყოფილი ადამიანების რაოდენობა არ აღემატებოდა 10000 მამრს. სხვათა შორის, აფრიკიდან გადასახლდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანთა შტო.
** 66 ათასი წლის წინ ადამიანებმა მიაღწიეს [[ინდოეთი|ინდოეთს]]. ადამიანების და ნეანდერტალელების თანაცხოვრება ახლო აღმოსავლეთში.
** 40 ათასი წლის წინ გაჩდა [[ორინიაკი|ორინიაკის კულტურა]].
 
== ადამიანის ორგანიზმი ==
[[ფაილი:Anterior view of human female and male, with labels 2.png|მინი|[[ქალი]] და [[კაცი]] ადამიანის ძირითადი ანატომიური მონაცემები]]
ყველა ცხოველის მსგავსად ადამიანის ორგანიზმიც მილიარდობით პაწაწინა [[უჯრედი|უჯრედებისაგან]] შედგება. ერთი კონკრეტული სახის უჯრედები [[ქსოვილი|ქსოვილს]] ქმნიან, ხოლო სხვადასხვა ქსოვილი — ორგანოებს, მაგალითად, [[გული|გულსა]] და [[ფილტვები|ფილტვებს]]. ორგანოთა ზოგიერთი ჯგუფი სისტემებად ერთიანდება, რადგან საერთო ფუნქციას ასრულებს. ადამიანის ორგანიზმში რვა ძირითადი სისტემაა.
 
საყრდენი სისტემა ძვლებისა და [[სახსრები]]საგან შედგება, რომელიც ორგანიზმის რბილი ნაწილების საყრდენია და რომელსაც [[კუნთები]] ემაგრება. მამოძრავებელი სისტემა კუნთებია, რომლებიც კიდურებსა და სხეულის სხვა ორგანოებს ამოძრავებს.
 
საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს შლის და ათხევადებს. აქედან საკვები ნივთიერებები [[სისხლი|სიხლში]] გადადის. გამომყოფი სისტემა ორგანიზმს ნარჩენებისაგან ათავისუფლებს. იგი [[თირკმელი|თირკმელებისა]] და [[შარდის ბუშტი]]საგან შედგება.
 
სასულე(ტრაქეა) და ფილტვები [[სასუნთქი სისტემა|სასუნთქ სისტემას]] შეადგენს. მისი საშუალებით შევისუნთქავთ [[ჟანგბადი|ჟანგბადს]], რომელსაც ჩვენი ორგანიზმი საკვებისაგან ენერგიის მისაღებად იყენებს. სისხლის მიმოქცების სისტემა გულს, სისხლძარღვებსა და სისხლს მოიცავს. სისხლი საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს მთელ სხეულს და ნარჩენები გამოაქვს.
 
[[ნერვული სისტემა]] თავისა და ზურგის ტვინისა და მრავალრიცხოვანი ნერვებისაგან შედგება. იგი სხეულში მითითებებისა და სიგნალების გადაცემის საშუალებაა. ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციალური სისტემები ადამიანის გამრავლებას უზრუნველყოფს.
 
== მეცნიერება ადამიანის შესახებ ==
 
* [[ანთროპოლოგია]]
* [[გენიოლოგია]]
* [[ისტორია]]
* [[ლინგვისტიკა]]
* [[მედიცინა]]
* [[ფსიქოლოგია]]
* [[სოციოლოგია]]
* [[ფილოსოფიური ანტროპოლოგია]]
* [[ეთნოგენეზი]]
* [[ეთნოგრაფია]]
* [[ეტიოლოგია]]
 
== ლიტერატურა ==
 
* Freeman, Scott; Jon C. Herron, ''Evolutionary Analysis'' (4th ed.) Pearson Education, Inc., 2007. ISBN 0-13-227584-8 pages 757–761.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{ვიქსიკონი}}
* [http://www.mnsu.edu/emuseum/biology/humanevolution/sapiens.html MNSU]
* [http://www.archaeologyinfo.com/homosapiens.htm Archaeology Info]
* [http://humanorigins.si.edu/evidence/human-fossils/species/homo-sapiens Homo sapiens]
 
[[კატეგორია:ადამიანი]]
[[კატეგორია:საზოგადოება]]
[[კატეგორია:ჰომინიდები]]
 
{{Link FA|eu}}
{{Link FA|id}}
{{Link FA|sa}}
{{Link GA|ca}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადამიანი“-დან