ჰობიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ბეჭდების მბრძანებელი (ფილმი) → ბეჭდების მბრძანებელი (ფილმების სერია) using AWB
ხაზი 18:
}}
{{შუამიწეთის რასები}}
[[ფაილი:Colina de Hobbiton.jpg|მინი|მარჯვნივ|ჰობიტების საცხოვრებელი ჰობიტონში - ისეთი, როგორიც იგი წარმოდგენილია [[პიტერ ჯექსონი]]ს კინოტრილოგიაში [[ბეჭდების მბრძანებელი (ფილმიფილმების სერია)|ბეჭდების მბრძანებელი]]]]
 
'''ჰობიტები''' — [[ჯონ ტოლკინი|ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის]] გამოგონილი არსებები, რომლებიც გვხვდებიან მის ნაწარმოებებში „[[ჰობიტი (რომანი)|ჰობიტი]]“, „[[ბეჭდების მბრძანებელი]]“, „[[დაუსრულებელი მოთხრობები]]“ და ასევე „[[შუამიწეთის ისტორია]]“. მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს [[შუამიწეთი]]ს III ეპოქაში.
ხაზი 24:
== ჰობიტების შესახებ ==
 
როდესაც ადამიანები გაჩნდნენ, მათში ერთი სრულიად განსხვავებული ერი იყო, ჰობიტები. ჰობიტები, [[შაირი]]ს მშვიდობიანი მოსახლეები არიან. მათ არც ომი უყვართ და არც ჩხუბი. ყოველთვის გაურბიან უცხო ერებს, აქვთ დამალვის ნიჭი, არ აცვიათ ფეხსაცმელები, რადგან ფეხზე ბალანი და სქელი ტერფები აქვთ. ტანით [[ჯუჯები|ჯუჯებზე]] პატარები არიან. ისინი დღეში ექვსჯერ ჭამენ. ჩვეულებრივი ჰობიტი მეტრსა და ოც სანტიმეტრზე მაღალი არ იზრდება.
 
საკუთარ თავს ჰობიტები ქუდუქს უწოდებენ ([[ვესტრონის ენა]], საერთო ენა). ადამიანები მათ უწოდებენ მოკლეტანიანებს, [[ელფები]] კი სინდარინის ენაზე - Perianath.
 
ჰობიტები ლაპარაკობენ ვესტრონის ენაზე, თუმცა აქვთ საკუთარი დიალექტი, ამ დიალექტიდან მომდინარეობს სიტყვა ''ჰობიტი''.
 
ჰობიტები იყოფიან სამ რასად . ესენია:
ხაზი 36:
* '''ჯანიანები'''
 
ამ რასებს შორის მხოლოდ ფიზიკური განსხვავებებია, მაგალითად, ზოგ ჰობიტს წვერები აქვს, ზოგს ფეხსაცმელი აცვია, ზოგს ცურვაც კი შეუძლია, რაც იშვიათია ჰობიტებისთვის, ასევე ზოგიერთს შეუძლია [[ნავი]]ს მართვა.
 
ოდესღაც ჰობიტები [[როვანიონის]] ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მდინარე [[ანდუინი]]ს გარშემო, ზამბახის ველზე, მაგრამ როდესაც მესამე ეპოქაში, მწვანე ტყეში მგლები და [[ორკები]] მომრავლდნენ (რაც [[საურონი]]ს გამოჩენამ გამოიწვია), ჰობიტებმა გადაწყვიტეს ამ ადგილების მიტოვება და დაიწყეს დასaვლეთში მიგრაცია.
 
მესამე ეპ. 1300 წელს ჰობიტები [[ბრი]]ში დასახლდნენ.
 
მესამე ეპ. 1600 წელს ართედაინის მეფემ, [[არგელებ II]]-მ დაუთმო ჰობიტებს მისი მიწები, რადგან დიდმა [[შავი ჭირი|ჭირმა]] ეს მიდამოები მთლიანად გააუკაცრიელა. ამ გაუკაცრიელებაში [[ანგმარის გრძნეულთა სამეფო]]მაც მიიღო მონაწილეობა, მან მთლიანად გაანადგურა სამეფო [[არნორი]].
ხაზი 46:
შაირში ჰობიტები თავიანთვის მშვიდად არიან, მათი მეურნეობა მეტნაწილად მებაღეობა, ხელოსნობა და ვაჭრობაა.
შაირში არსებობს [[თაინის თანამდებობა]]. თაინები ყოველთვის ტუკების საგვარეულოდან იყვნენ, ისინი მთავარ-სარდლები არიან. თუმცა მშვიდობიან შაირში უსაქმოდ რჩებიან, რადგან როგორც აღვნიშნე ომები შაირის ისტორიაში თითქმის არ გვხვდება.
 
ფეოდალიზმს ჰობოტები არ სცნობენ, ისინი მერს ირჩევენ, რომელიც თორმეტ ''წესრიგის დამცველს'' განაგებს. მესაზღვრეებს ჰობიტები თვითონ ირჩევენ. მართალია, რომ მოლაშქრე [[დუნადანები]] იცავენ სინამდვილეში შაირს, მაგრამ ჰობიტებს მაინც არ სურთ სხვა ერებთან კავშირში შესვლა. ასე რომ არც მესაზღვრე ჰობიტები არიან ძალიან დაკავებულები.
ჰობიტები ძალიან განსხვავდებიან ადამიანებისაგან, დაპყრობა, კაცისკვლა და ძალაუფლებისკენ ლტოლვა მათთვის უცხოა.
 
ჰობიტები არ ცხოვრობენ სახლებში, ისინი გორებში გამოქვაბულებს თხრიან, რომლებიც სიმყუდროვით გამოირჩევა. ასეთ სახლს [[სმიალი]] ეწოდება, აქედანაც მოდის მათი სახელი, „ჰობიტ“ ანუ გამოქვაბულის მაცხოვრებელი.
 
ჰობიტებს არ უყვართ მოგზაურობა, ან სახლის დატოვება თუნდაც რამდენიმე კვირით. ფროდომ და ბილბომ ბევრი იმოგზაურეს, მაგრამ მათ ეს თავიანთი სურვილით არ გაუკეთებიათ. ბილბო გამონაკლისია, რადგან მას ძალიან შეუყვარდა თავგადასავლები და მოგზაურობა.
 
მეოთხე ეპოქაში შაირი, ისევ გაერთიანებული სამეფოს ვასალი გახდა. მეფე [[არაგორნი|არაგორნ]] II ჰობიტებს მშვიდობას შეჰპირდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა შაირში და მთელს [[შუამიწეთი|შუამიწეთში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰობიტი“-დან