საშო: განსხვავება გადახედვებს შორის

59 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ადამიანის საშო 10-11 სმ სიგრძისა და 2-3 სმ [[დიამეტრი]]ს მქონე კუნთოვან-ელასტიკური მილი, მოთავსებულია [[მცირე მენჯის ღრუ]]ში, [[სწორი ნაწლავი|სწორ ნაწლავსა]] და [[შარდის ბუშტი|შარდის ბუშტს]] შორის. მისი შიგნითა ბოლო დაკავშირებულია [[საშვილოსნოს ყელი|საშვილოსნოს ყელთან]], რომელთანაც საშო ქმნის წინა და უკანა თაღებს, გარეთა ბოლო კი იხნსება სასქესო ნაპრალში. საშო სამშობიარო გზის ნაწილია. ქალწულის საშოს გარეთა ხვრელი შემოსაზღვრულია სხვადასხვა ფორმის [[საქალწულო აპკი]]თ. საშოს წინა და უკანა კედლები ერთმანეთს ეხება და შედგება შიგნითა — ლორწოვანი, შუა — კუნთოვანი და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი მოფენილია მრავალშრიანი [[ეპითელიუმი]]თ. საშოს წინა კედლის ლორწოვან გარსზე კარგად არის გამოხატული ორი გასწვრივი და მრავალი განივი ნოჭი, ლორწოვანი გარსი მოკლებულია ჯირკვლებს და მუდმივად შეიცავს მცირეოდენ სითხეს. ანომალიებიდან აღსანიშნავია საშოს გაორება ან მისი უქონლობა, რაც ძალიან იშვიათია.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|209|}}