საშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ანატომია | სახელი = საშო | ლათინური = vagina | სურათი...
 
მხოლოდ, აუცილებელი სტატიების ფარგლებში
ხაზი 22:
| DorlandsID =
}}
'''საშო''' ({{lang-la|vagina — ქარქაში, საშო}}) — ძუძუმწოვართა სასქესო სადინარების ბოლო ნაწილი, რომლითაც ნაყოფი გამოდის გარეთ. ზოგი [[უხერხემლოები|უხერხემლოს]] საშო წარმოადგენს გარეგან საფარველთა მილისებრ ჩანაბრუნს, რომლის ერთი ბოლო გარეთ იხსნება, მეორე კი — პარენქიმაში[[პარენქიმა]]ში. ძუძუმწოვრების საშო კვერცხსავალების ქვედა ნაწილია. ქვემოთ საშო გადადის შარდსასქესო სინუსში, რომელიც [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებში]] ქმნის კარიბჭეს; ჩანთოსნების[[ჩანთოსნები]]ს, ჩლიქოსნების[[ჩლიქოსნები]]ს, მღრღნელების[[მღრღნელები]]ს, [[ნახევრად მაიმუნებისამაიმუნები]]სა და პრიმატების[[პრიმატები]]ს საშოსა და კარიბჭის საზღვარზე არის [[საქალწულო აპკი]].
 
ადამიანის საშო 10-11 სმ სიგრძისა და 2-3 სმ დიამეტრის[[დიამეტრი]]ს მქონე კუნთოვან-ელასტიკური მილი, მოთავსებულია [[მცირე მენჯის ღრუშიღრუ]]ში, [[სწორი ნაწლავი|სწორ ნაწლავსა]] და [[შარდის ბუშტი|შარდის ბუშტს]] შორის. მისი შიგნითა ბოლო დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელთან, რომელთანაც საშო ქმნის წინა და უკანა თაღებს, გარეთა ბოლო კი იხნსება სასქესო ნაპრალში. საშო სამშობიარო გზის ნაწილია. ქალწულის საშოს გარეთა ხვრელი შემოსაზღვრულია სხვადასხვა ფორმის საქალწულო აპკით. საშოს წინა და უკანა კედლები ერთმანეთს ეხება და შედგება შიგნითა — ლორწოვანი, შუა — კუნთოვანი და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი მოფენილია მრავალშრიანი ეპითელიუმით. საშოს წინა კედლის ლორწოვან გარსზე კარგად არის გამოხატული ორი გასწვრივი და მრავალი განივი ნოჭი, ლორწოვანი გარსი მოკლებულია ჯირკვლებს და მუდმივად შეიცავს მცირეოდენ სითხეს. ანომალიებიდან აღსანიშნავია საშოს გაორება ან მისი უქონლობა, რაც ძალიან იშვიათია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საშო“-დან