სპერმა: განსხვავება გადახედვებს შორის

3 ბაიტი წაიშალა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მხოლოდ, აუცილებელი სტატიების ფარგლებში, извиняюсь)
'''სპერმა''', ქართულად: '''თესლი''' ({{lang-el|spérma}} — თესლი; აგრეთვე '''ეიაკულატი''') — მამრობითი ინდივიდების მიერ [[სქესობრივი აქტი]]ს დროს გამოყოფილი სითხე, ფერად მორუხო-თეთრია, მღვრიე, ბლანტი, სუსტი ტუტე რეაქცია აქვს. შედგება [[სპერმატოზოიდი|სპერმატოზოიდებისა]] და სათესლე სითხისაგან — მამრობით სასქესო გზებთან დაკავშირებული ჯირკვლების [[სეკრეტი]]საგან. სპერმის წარმოქმნა იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მაქსიმუმს აღწევს მოწიფულობის ასაკში და მცირედებამცირდება დაბერებისას. სპერმის გამანაყოფიერებელი უნარი დამოკიდებულია [[სპერმატოზოიდი|სპერმატოზოიდების]] რაოდენობასა და ხარისხზე. სპერმაში სპერმატოზოდების რაოდენობა მეტად ცვალებადია და დამოკიდებულია სასქესო ჯირკვლების და მთელი [[ორგანიზმი]]ს ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. [[უხერხემლო ცხოველები]]ს უმრავლესობასა და ზოგიერთ [[ხერხემლიანები|ხერხემლიანს]] სპერმა სეზონურად გამოუმუშავდება. თითოეული სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილი სპერმის მოცულობა განსხვავებულია: [[ადამიანი]] — 2-6 მლ, [[ხარი]] საშუალოდ 4-5 მლ, [[ულაყი]] — 60-100 მლ, [[კერატი]] — 250 მლ-მდე, [[ცხვარი]] — 1-1,5 მლ.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Сперма/ სპერმა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref> ორგანიზმის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობისას სპერმა ან არ შეიცავს სპერმატოზოიდებს ([[აზოოსპერმია]]), ან შეიცავს მცირე რაოდენობით ([[ოლიგოსპერმია]]) და სხვა.<ref>{{ქსე|9|511|პაპიძე გ.|არა}}</ref>
 
== სქოლიო ==