აღმოსავლეთი რუმელია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:Bulgaria-SanStefano -(1878)-byTodorBozhinov.png|thumb]]
'''აღმოსავლეთი რუმელია''', [[ოსმალეთის იმპერია]]ში შემავალი ავტონომიური პროვინცია ([[ვილაიეთი]]) (მთავარი ქალაქი - [[პლოვდივი]]), რომელიც [[ბერლინის კონგრესი]]ს ([[1878]]) გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხრეთ [[ბულგარეთი]]ს ტერიტორიაზე. მართავდნენ [[გენერალ-გუბერნატორი|გენერალ-გუბერნატორები]] (1884-მდე ა. ბოგორიდი, შემდეგ გ. კრისტევიჩი), რომლებსაც [[ევროპა|ევროპის]] დიდი სახელმწიფოების თანხმობით 5 წლით ნიშნავდა ოსმალეთის [[სულთანი]]. სულთანს ჰქონდა აგრეთვე აღმოსავლეთ რუმელიაში ჯარების შეყვანის უფლება.
 
პროვინციის შინაგანი წყობა განისაზღვრებოდა საერთაშორისო კომისიის მიერ შემუშავებული ე. წ. ორგანული წესდებით. [[1885]] წ. 6 (18) [[სექტემბერი|სექტემბრის]] ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების შედეგად აღმოსავლეთი რუმელია ბულგარეთს შეუერთდა. [[1886]] წ. [[თებერვალი|თებერვალში]] ოსმალეთმა ფაქტობრივად ცნო ბულგარეთის გაერთიანება, როდესაც აღმოსავლეთ რუმელიის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა ბულგარელი მთავარი [[ალექსანდრე ბატენბერგი]].
 
{{ესკიზი-ისტორია}}
 
[[კატეგორია:ბულგარეთი]]