ჯეიმზ კლარკ როსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
'''ჯეიმზ კლარკ როსი''' ({{lang-en|James Clark Ross;}} დ. [[15 აპრილი]] [[1800]] — გ. [[3 აპრილი]] [[1862]]) — ინგლისელი მეზღვაური, პოლარეთის მკვლევარი. 1818-1833 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ-დასავლეთ გასასვლელის მაძიებელ ექვს არქტიკულ ექსპედიციაში, რომელთაგან სამს (1819-1824 წლებში) ხელმძღვანელობდა [[უილიამ ედუარდ პარი]], ორს (1818 და 1829-1833 წლებში) — მოგზაურის ბიძა [[ჯონ როსი]]. 1830 წელს როსმა მარხილით გადაკვეთა [[ბუთია|ნახევარკუნძული ბუთია]], დასავლეთ მხარეს აღმოაჩინა [[როსის სრუტე|სრუტე]] (სრუტეს შემდგომ მისი სახელი ეწოდა) და დაინახა მიწა ([[კინგ-უილიამის კუნძული]]), რომელიც მან ნახევარკუნძულად მიიჩნია. 1831 წელს აღმოაჩინა [[ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი]] ჩ.გ. 70°05' 17" და დ.გ. 96°’46'45"-ზე. 1840-1843 წლებში სამჯერ იმოგზაურა [[ანტარქტიკა]]ში გემებით „[[ერებუსი (გემი)|ერებუსი]]“ და „[[ტერორი (გემი)|ტერორი]]“. 1841 წელს აღმოაჩინა [[როსის ზღვა|ზღვა]], რომელიც მის სახელს ატარებს, [[ვიქტორიას მიწა]], ვულკანები [[ერებუსი]] და [[ტერორი]] (როსის ნახევარკუნძულზე) და [[როსის ყინულოვანი ბარიერი]]. 1842 წელს მიაღწია 78°09'30"-ს. როსმა რუკაზე დაიტანა ვიქტორიას მიწის აღმოსავლეთი ნაპირი, იგი მას, ისევე როგორც ადრე აღმოჩენილ ანტარქტიკულ მიწებს, კუნძულებად თვლიდა და არა სამხრეთის კონტინენტის ნაწილებად. 1848-1849 წლებში გემ „[[HMS Enterprise (1848)|ენტერპრაიზზე]]“ ხელმძღვანელობდა [[ჯონ ფრანკლინი]]ს საძიებლად განკუთვნილ ექსპედიციას, რომელიც წარუმატებლად განხორციელდა. იყო [[სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება|სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების]] წევრი.