ჰენრი მორტონ სტენლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
}}
 
'''ჰენრი მორტონ სტენლი''' ({{lang-en|Henry Morton Stanley;}} დ. [[28 იანვარი]] [[1841]] — გ. [[10 მაისი]] [[1904]]) — ვალიელი ჟურნალისტი, აფრიკის მკვლევარი. 17 წლისა წავიდა ემიგრაციაში [[დიდი ბრიტანეთი]]დან [[აშშ]]-ში. 1871-1872 წლებში [[აფრიკა]]ში გაემგზავრა [[დეივიდ ლივინგსტონი]]ს საძებნელად, იპოვა ის [[ტანგანიიკა|ტანგანიიკის ტბასთან]] და მასთან ერთად გამოიკვლია ეს ტბა. 1874-1877 წლებში ხელმძღვანელობდა ინგლის-ამერიკის ექსპედიციას, რომელმაც გადაკვეთა [[აფრიკა]] აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. სტენლიმ დაადგინა [[ვიქტორიას ტბა|ვიქტორიას ტბის]] მოხაზულობა, აღმოაჩინა [[რუვენზორი|რუვენზორის მთის მასივი]] და ედუარდისა[[ედუარდი]]სა და [[ჯორჯის ტბა|ჯორჯის ტბები]]; გამოიკვლია მდინარე [[კაგერა]], შემოუარა [[ტანგანიიკა|ტანგანიიკის ტბას]], გაუყვა მდინარე [[კონგო (მდინარე)|კონგოს]] ლუალაბიდან შესართავამდე და რუკაზე გამოსახა მისი შუაწელი. 189-1884 წლებში მსახურობდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-სთან. მონაწილეობა მიიღო მდინარე კონგოს აუზის დაპყრობაში. გზადაგზა აღწერა კონგოს რამდენიმე შენაკადი, აღმოაჩინა ტბები ლეოპოლდ II (ახლანდელი მაი-ნდომბე) და ტუმბა. 1887-1889 წლებში ხელმძღვანელობდა ინგლისურ ექსპედიციას, ხელახლა გადაკვეთა აფრიკა, ამჯერად — დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. გამოიკვლია მდინარე არუვიმი, დაადგინა, რომ ედუარდის ტბა მიეკუთვნება ნილოსის სისტემას. სტენლის სახელი ეწოდება ჩანჩქერებს კონგოს ზემოთში.