უზეირ ჰაჯიბეკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის az:Üzeyir Hacıbəyov; cosmetic changes
No edit summary
(ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის az:Üzeyir Hacıbəyov; cosmetic changes)
[[ფაილი:First "Majnun" of "Leyli and Majnun" opera - G.Sarabsky, Baku. 1908.jpg|მინი|ჰაჯიბეკოვი ოპერაში „ლეილი და მჯნუნი“, [[ბაქო]], [[1908]]]]
'''უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი''' (დ. 5 სექტემბერი/[[17 სექტემბერი]], [[1885]], სოფ. [[აღჯაბადი]], შუშის მახლობლად — გ. [[23 ნოემბერი]], [[1948]], [[ბაქო]]), [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]] კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი ([[1938]]), [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანის]] მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1945]]). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.
 
== ბიოგრაფია ==
სწავლობდა [[მოსკოვი|მოსკოვის]] ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] [[კონსერვატორია|კონსერვატორიაში]]ში ([[1914]]). ჰაჯიბეკოვის პირველმა [[ოპერა|ოპერამ]] "ლეილი და მაჯნუნი" ([[1908]]) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: "ასლი და ქერემი" ([[1912]]), "შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ" ([[1912]], ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა "ქოროღლუ" ([[1937]], სსრკ სახელმწიფო პრემია, [[1941]]); ოპერეტები: "ცოლი და ქმარი" ([[1900]]), "ეს თუ არა, ის" ([[1910]]), "არშინ მალ ალან" ([[1913]], ამავე სახელმწიფო ფილმისათვის [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], [[1946]]). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, [[1938]]-[[1948]] იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა [[1949]]-იდან) [[პროფესორი]] და დირექტორი. [[1931]] ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, [[1936]] - სახელმწიფო [[გუნდი]]. [[1945]]-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა "სამშობლო და ფრონტი", რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: "სენსიზი" ("უშენოდ") და "სევგილი ჯანანი" ("სატრფო"). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა ([[1945]]), [[სსრკ]] I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს [[დეპუტატი]]. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით.
 
== ლიტერატურა ==
* ''Абасов Э.'', Оперы и музыкальные комедии Узеира Гаджибекова, Баку, 1961
* ''Виноградов В.'', Узеир Гаджибеков и азербайджанская музыка М., 1938;
* ''Касимов К.'', Узеир Гаджибеков, М., 1945
[[კატეგორია:დაბადებული 1885]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1948]]
 
{{Link FA|az}}
{{Link FA|ru}}
77 859

რედაქტირება