ომაიანთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ar:الدولة الأموية; cosmetic changes
ხაზი 126:
'''ომაიანთა სახალიფო''', ''დამასკის სახალიფო'' — ადრინდელი [[ფეოდალიზმი|ფეოდალური]] სახელმწიფო, რომელსაც განაგებდნენ [[ომაიანები|ომაიანთა დინასტიის]] ხალიფები. დედაქალაქის სახელის მიხედვით ეწოდება აგრეთვე დამასკის სახალიფო. ხალიფებს ეკუთვნოდათ სასულიერო და საერო ხელისუფლება. ომაიანებმა დაიპყრეს [[ჩრდილოეთი აფრიკა]], [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს უდიდესი ნაწილი, [[მცირე აზია]], [[სინდი]], [[ტაბარისტანი]] და გორგანი. VII-VII საუკუნეების მიჯნაზე განიმტკიცეს მდგომარეობა ამიერკავკასიაშიც. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეული — [[თბილისის საამირო]].
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Map of expansion of Caliphate.svg|მინი|300პქ|მარცხნივ|სახალიფოს დაპყრობები ომაიანების მმართველობის პერიოდში. {{legend|#a1584e|მუჰამედის დაპყრობები, 622–632}} {{legend|#ef9070|ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დაპყრობები, 632–661}} {{legend|#fad07d|ომაიანების სახალიფოს დაპყრობები, 661–750}}]]
ომაიანთა სახალიფოში მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიწაზე დაწესებული იყო ორი გადასახადი: [[უშრი]] (მეათედი) მუსლიმანთა მიწაზე და [[ხარაჯა]] არამუსლიმანთა მიწებზე. სახალიფოს ძირითად მოსახლეობას გლეხები შეადგენდნენ, რომლებიც სახელწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] ბოლოს ხალიფა [[აბდ ალ-მალიქი|აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის]] დროს ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად მოწესრიგდა საფოსტო კავშირი სახალიფოს დაშორებულ მხარეებთან, სახელმწიფო ენად [[არაბული ენა|არაბული]] გამოცხადდა, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან განიდევნა [[სპარსული ენა|სპარსული]] და [[ბერძნული ენა|ბერძნული]] ენები. [[სასანიანები|სასანური]] და [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] მონეტები შეიცვალა [[ოქროს დინარი|ოქროს დინარებით]] და ვერცხლის [[დირჰემი|დირჰემებით]], რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მთელი სახალიფოს მასშტაბით. ომაიანებმა გაადიდეს საგადასახადო განაკვეთები დაპყრობილ ქვეყნებში, რასაც გლეხობამ მიწების მიტოვებითა და ქალაქებში გაქცევით უპასუხა. ხაზინის შემოსავლის შენარჩუნების მიზნით გლეხებს იძულებით აბრუნდებდნენ. ამის გარდა, დაპყრობილ ქვეყნებში ჩასახლებულ არაბთა ზედაფენის მიერ არამუსლიმ მიწათმფლობელთა მიწების მითვისებამ შეამცირა სახარაჯო მიწების რაოდენობა. მეორე მხრივ, დაპყრობილი მოსახლეობის გამუსლიმანებას მოსდევდა არამუსლიმან ქვეშევრდომებზე (ზიმიები) დაწესებული სულადი გადასახადის – [[ჯიზია|ჯიზიის]] გადამხდელთა რიცხვის შემცირება. ამ ტენდენციების აღსაკვეთად [[700]] წელს გამოცემული კანონის შესაბამისად გამუსლიმანებული არაარაბი (მავალი) არ გათავისუფლდებოდა ჯიზიისაგან, ხოლო არამუსლიმთა მიწებს დაპატრონებული არაბები კვლავ გადაიხდიდნენ ხარაჯას და არა უშრს. იმის გამო, რომ არაარაბები, გამუსლიმანების მიუხედავად, უფლებრივად ვერ გაუთანაბრდნენ არაბებს, [[ისლამი]]ს გავრცელება დაპყრობილ ქვეყნებში შეფერხდა. ასეთ პოლიტიკას მოჰყვა დაპყრობილი ქვეყნების ექსპლუატატორული კლასების უკმაყოფილების ზრდა, რომლებიც [[ომაიანები|ომაიანებმა]] ვერ გადააქციეს თავიანთ სოციალურ დასაყრდენად. [[VIII საუკუნე|VIII საუკუნიდან]] გაძლიერდა ანტიფეოდალური ბრძოლა, რაც შიიტობისა და ხარიჯიტობის ლოზუნგებით მიმდინარეობდა. დაძაბული ვითარების გასანელებლად ხალიფა [[უმარ II]] ([[717]]-[[720]] წწ.) იძულებული გახდა არაარაბი მუსლიმანები არაბებთან გაეთანაბრებინა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა მალე აღადგინეს [[700]] წლის კანონი.
 
== ომაიანთა მმართველობის დასასრული ==
არაბთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კერა იყო [[ამიერკავკასია]]. [[736]]-[[738]] წლებში ომაიანებმა ამიერკავკასიაში მოაწყვეს დამსჯელი ლაშქრობა [[მურვან ყრუ]]ს მეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ აგრეთვე [[ირანი|ირანელი]] ფეოდალები (დეჰყანები). ისინი დაუკავშირდნენ [[აბასიანები|აბასიანებს]], რომლებმაც ფართო მასების ანტიფეოდალური მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. [[750]] წელს [[აბუ მუსლიმი]]ს აჯანყების შედეგად [[ომაიანთა დინასტია]] დაემხო, ძალაუფლება [[აბასიანები]]ს ხელში გადავიდა.
 
ხაზი 139:
* [[კორდოვის სახალიფო]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|7|523}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.princeton.edu/~batke/itl/denise/umayyads.htm Umayyads]
* [http://www.islamicarchitecture.org/dynasties/umayyads.html Umayyads – First caliphate dynasty]
* [http://www.happy-books.co.uk/muhammad-ibn-abdullah-lineage-and-family-tree/timeline-of-islamic-caliphate-including-all-muslim-rulers-and-khilafah-from-muhammad-to-khulafaa-rashidah-and-banu-umayyah-abbas-and-ottoman-empire.php Timeline of Islamic caliphs by Happy Books]
* [http://www.happy-books.co.uk/muhammad-ibn-abdullah-lineage-and-family-tree/family-tree-diagram-of-lineage-and-relatives-of-prophets-and-companions-in-muslim-history.php?id=365 Interactive Family tree of Umayyah ibn Abd Shams by Happy Books]
 
[[კატეგორია:ომაიანთა სახალიფო|*]]
 
{{Link FA|ar}}
 
[[af:Omajjadiese Kalifaat]]
Line 158 ⟶ 160:
[[id:Kekhalifahan Umayyah]]
[[la:Caliphatus Omayadarum]]
[[lv:Umajādu kalifāts]]
[[lt:Omejadų kalifatas]]
[[lv:Umajādu kalifāts]]
[[mg:Kalifaty Omaiada]]
[[ms:Kerajaan Bani Umayyah]]