თევზი სახელად ვანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კინოფილმი | სახელი = თევზი სახელად ვანდა | სურათი = | ...
 
ხაზი 41:
ამერიკელი ვანდა [[ლონდონი|ლონდონში]] საიუველირო მაღაზიის გაძარცვას გეგმავს. მას ეხმარება ინგლისელი საყვარელი ჯორჯი, ამერიკელი საყვარელი ოტო, რომელსაც ვანდა ძმად ასაღებს და კენი, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს. ძარცვა წარმატებით ჩაივლის და ბანდა [[ბრილიანტი|ბრილიანტებს]] გაიტაცებს. მაგრამ ძარცვის შემდეგ ბანდიტები ავტომობილით კინაღამ გაიტანენ მოხუც ბრიტანელ ქალს, რომელიც ძაღლებს ასეირნებს.
 
ძარცვის შედმეგშემდეგ ვანდა და ოტო ჯორჯს [[პოლიცია]]ში ჩაუშვებენ. ჯორჯი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, თუმცა ბრილიანტები მას უკვე გადამალული აქვს. ჯორჯი ბრილიანტების ყუთის გასაღებს უტოვებს კენს, რომელსაც სრულიად ენდობა. ჯორჯი, რომელიც ოტოს არ ენდობა, ვანდას არაფერს ეუბნება. ყუთის ადგილსამყოფელი იცის მხოლოდ ჯორჯის ადვოკატმა არჩიმ. ვანდა ცდილობს, არჩის დაუახლოვდეს და მისგან გაიგოს ბრილიანტების ადგილსამყოფელი.
 
ძაღლების პატრონი მოხუცი ქალბატონი ამოიცნობს ჯორჯს და მას უკვე დიდხნიანი პატიმრობა ემუქრება. ჯორჯი ავალებს კენს, მოკლას მოხუცი. ამასობაში ვანდა გაიცნობს არჩის. ადვოკატს ეკრძალება სასამართლო პროცესამდე მოწმესთან ურთიერთობა, მაგრამ ვანდას ცდუნებას ვერ უძლებს. მას ოჯახური ცხოვრება მოუწესრიგებელი აქვს და ვანდა უყვარდება. ოტო ვანდასა და არჩიზე ეჭვიანობას იწყებს. ის იმდენად ეჭვიანობს, რომ ვანდას და არჩის შეხვედრებისას მოულოდნელად იქვე ჩნდება და ვანდას არ ეძლევა საშუალება, გაიგოს ბრილიანტების ადგილსამყოფელი. ამასთან არჩი, რომელიც მდიდარი არ არის, გადაწყვეტს, იბრძოლოს მისი ოცნების ქალის მოპოვებისთვის.