მიდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
37.232.6.117-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Xqbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 109:
 
{{Link FA|az}}
მიდია (ძვ. ბერძნ. Μῆδοι, ძვ. სპარს. ماد Mādai) — ძველი სახელმწიფო და ძველი ეთნოგრაფიული მხარე ირანის დასავლეთით - მდინარე არაქსიდან ფარსის საზღვრებამდე, სამხრეთით ზაგროსის მთიანეთიდან დასავლეთით დეშთე-ქევირის უდაბნომდე. შეიცავდა 3 ძირითად ოლქს: მიდიის ატროპატენას, ქვემო მიდიასა და პარეტაკენეს. მიდიის სახელმწიფოს საზღვრები ძვ. წ. 670 წლიდან ძვ. წ. 550 წლამდე ეთნიკურ საზღვრებს ბევრად გასცილდა.
 
მიდიელთა ირანულენოვანი ტომები ისტორიისთვის უკვე ძვ. წ. IX საუკუნიდან არიან ცნობილნი, როდესაც ისინი შუა აზიიდან (სხვა ვერსიით, კასპიისპირა ჩრდილოეთ კავკასიიდან) ირანში გადასახლდნენ. მომდევნო საუკუნეებში მიდიელებმა არაირანულენოვან ტომებთან - კუტიებთან, ლულუბეელებთან და კასიტებთან მოახდინეს ასიმილირება. ეს ტომები ირანის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ. ქრისტეშობამდე IX—VIII საუკუნეების მიჯნაზე მიდია ასურელებმა დაიპყრეს, თუმცა, დაახლოებით 673 წლისთვის მიდიელები, კაშტარიტის მეთურობით, აჯანყდნენ და თავი გაითავისუფლეს ასურელთა უღლისგან.
 
დიდ დროს არ გაევლო, რომ მიდიას სათავეში მოსამართლე დაიუკუ ჩაუდგა და ადგილობრივი დინასტია დააარსა. მისმა ვაჟმა ფრავარტიშმა სპარსეთის დაპყრობა მოახერხა, მისმა შვილიშვილმა უვახშატრმა კი (ბერძნულად კიაქსარმა) ბაბილონელებთან ერთად ასურელთა სახელმწიფოს დიდი ნაწილი წაართვა, ამდენად, მიდიელთა საზღვრებში მესოპოტამიის ჩრდილოეთი ნაწილი მოექცა. ამის შემდგომ ძვ. წ. 590-585 წლებში კიაქსარი იპყრობს ურარტუს და თავს ესხმის კოლხეთსა და დიაოხს. წარმატებით გახორციელებული ლაშქრობების შემდეგ მიდიამ და ლიდიამ ანატოლია მდინარე ჰალისზე გაიყვეს. ამგვარად, კიაქსარის მეფობის ჟამს მიდიელები ძლევამოსილების მწვერვალზე მოექცნენ, ეპყრათ რა, თანამედროვე ირანი, სომხეთის მთიანეთი, ჩრდილოეთი მესოპოტამია და მცირე აზიის აღმოსავლეთ პროვინციები - კოლხეთისა და დიაუხის საზღვრებამდე.
 
კიაქსარის მემკვიდრე ასტიაგეს დროს, ძვ. წ. 553 წელს აჯანყდა მიდიის შემადგენლობაში მყოფი სპარსეთი კიროსის მეთაურობით. მძიმე ბრძოლების შემდეგ კიროსმა დაიკავა მიდიის სამეფოს დედაქალაქი ეკბატანა (ახლანდ. ჰამადანი), რომელიც აქემენიდთა იმპერიის ცენტრი გახდა, და ბოლო მოუღო მიდიის სამეფოს დამოუკიდებლობას. მიდიის დამოუკიდებლობა აღდგა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა დაამხო სპარსეთის სახელმწიფო. მიდიის ახალი სამეფო მოიცავდა ძველი მდიიის მხოლოდ ნაწილს, რომელიც შემდეგ ატროპატენად ან მცირე მიდიად იწოდებოდა. ამ სამეფოს ეკავა თანამედროვე სამხრეთ აზერბაიჯანის ტერიტორია და კავკასიის ალბანეთს ემეზობლებოდა.
{{Link FA|hr}}
{{Link GA|fr}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიდია“-დან