ფშემისლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
 
'''ფშემისლი''', '''პერემიშლი''' ({{lang-pl|Przemyśl}}) — სასაზღვრო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ [[პოლონეთი|პოლონეთში]], მდინარე [[სანი (მდინარე)|სანის]] ნაპირზე, 1998 წლამდე იყო [[ფშემისლის სავოევოდო]]ს ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დაშლის შემდეგ შევიდა [[კარპატების სავოევოდო]]ს შემადგენლობაში. 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66,715 ადამიანი. სატრანსპორტო კვანძი და სამრეწველო ცენტრი. დაარსდა [[X საუკუნე]]ში. [[X საუკუნე|X]]-[[XII საუკუნე]]ებში [[პოლონეთი|პოლონეთს]], [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[კიევის რუსეთი|კიევის რუსეთს]] ბრძოლა ჰქონდათ ფშესილის ხელში ჩასაგდებად. [[XII საუკუნე|XII საუკუნიდან]] გალიჩ-ვოლინის სამთავროს შემადგენლობაში იყო. 1340 წლიდან ეკუთვნოდა [[პოლონეთი|პოლონეთს]]. პოლონეთის I დანაწილებით (1772) [[ავსტრია]]ს გადაეცა (1773). [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ქალაქში მიმდინარეობდა ბრძოლა საბჭოთა არმიასა და ფაშისტურ გერმანიას შორის; [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]] ქალაქი გაათავისუფლა 1944 წლის 27 ივლისს. 1945 წლის სსრკ-პოლონეთის შეთანხმების შედეგად ფშემისლი შევიდა [[პოლონეთი]]ს შემადგენლობაში. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ტაძარი (1460-1571 წლები, გადააკეთეს 1744 წელს; მის შემადგენლობაშია [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე]]ების როტონდა), [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ების მონასტრები და ეკლესიები; [[XVIII საუკუნე|XVIII]]-[[XIX საუკუნე]]ების სასახლეები და საკუთარი სახლები; [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისის საფორტიფიკაციო ნაგებობები.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{ბრიტანიკა|481045}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშემისლი“-დან