ტიმოთეს მიმართ (მეორე) ეპისტოლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე '''ტიმოთეს...
 
No edit summary
ხაზი 2:
'''ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე''' – [[პავლე მოციქული]]ს 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. [[ეპისტოლე]] შედგება 4 თავისაგან. ტიმოთე იყო პავლეს უახლოესი მოწაფე.
 
ტიმოთესადმი გაგზავნილი ეპისტოლე პავლე მოციქულმა დაწერა [[რომი]]ს საპყრობილეში, მოწამებრივი აღსასრულის მოლოდინში. თავის საყვარელ შვილს მოციქული სთხოვს, მალე ჩავიდეს მასთან, წამოიღოს [[ტროა]]ში დატოვებული მისი წიგნები და მოსასხამი და წამოიყვანოს [[მარკოზმახარებელი|მარკოზი]], რომელიც მას სჭირდება მსახურებისათვის. ამ ეპისტოლეში წარმოდგენილია მოციქულის ანდერძი თავის მემკვიდრეებისადმი ღვთის მსახურებისა და [[ქრისტე]]ს მოძღვრების დაცვის საქმეებში. „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე“ – ასეთი სიტყვებით ახასიათებს მოციქული თავის განვლილ გზას (2ტიმ. 4,7), რომელიც ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრების ლოზუნგი უნდა იყოს.
 
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეები თავისი შინაარსით მსგავსია [[ტიტეს მიმართ ეპისტოლე|ტიტეს მიმართ ეპისტოლისა]], რადგან [[პავლე მოციქული]] თითქმის მსგავსი შინაარსის მითითებებს იძლევა ორივე მათგანში. ამიტომ, მათ „სამოძღვრო ეპისტოლეებს“ უწოდებენ.