ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(95.104.79.169-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვერ...)
[[ფაილი:Paul Apostle.jpg|100px|მინიატიურა|წმინდა მოციქული პავლე]]
'''ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი''' — [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. პავლე მოციქულმა უფლის მოძღვრების სიღრმეები უფრო ნათელი გახადა, აღნიშნული ეპისტოლეებით. ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.
 
პავლე მოციქულის მოღვაწეობა იუდეის სინაგოგებიდან დაიწყო. ის იყო ქრისტიანობის მდევნელი სავლე. უფლის მოწოდებით სასწაულის შემდეგ [[პავლე მოციქული|პავლე მოციქულმა]] იწამა [[ქრისტე]] და [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ამ მიზნით მან სამჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ადგილებში — მოიარა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს ქვეყნები [[არაბეთი]]დან [[ესპანეთი|ესპანეთამდე]], [[იერუსალიმი]], [[სელევკია]] და კ. [[კვიპროსი]], [[სირია]], [[კილიკია]] და [[ლიკაონია]], გადავიდა [[ევროპა]]შიც - [[მაკედონია]]ში, იყო [[საბერძნეთი|საბერძნეთშიც]], კერძოდ, [[ათენი|ათენში]], [[კორინთო]]ში, [[ეფესო]]სა და [[კესარია]]ში. მისი მოქმედებისა და სამისიონერო მოღვაწეობის არეალი ძირითადად იყვნენ ბერძენი წარმართები, რომლებსაც პავლეს განკარგულებით არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა, რამაც ქრისტიან იუდეველთა გულისწყრომა გამოიწვია. იერუსალიმის დაახლ. 52 წლის მოციქულთა კრებამ კამათის შემდეგ გაამართლა პავლეს მოქმედება და დადგენილებით დააკანონა იგი: მოქცეულ წარმართებს არ დაეკისრათ ებრაელთა ჩვეულებითი სჯულის შესრულება. ამიტომ მიიღო პავლემ „წარმართთა მოციქულის სახელი“ და ქრისტიანობაზე მოქცევის საშუალება მისცა მთელი მსოფლიოს ხალხებს, მაშინ, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება თავიდან მხოლოდ ძველი აღთქმის ებრაულ მოსახლეობაში იყო გათვალისწინებული. მან დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის სწორედ ამ მოგზაურობების დროს დაიწერა 14 [[ეპისტოლე]], რომლებიც შესულია [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებში და რიგით მეოთხე წიგნს წარმოადგენს [[წმინდა ოთხთავი]]ს, [[მოციქულთა საქმენი]]ს, [[კათოლიკე ეპისტოლენი]]ს შემდეგ. ის უშუალოდ წინ უსწრებს მხოლოდ [[იოანეს გამოცხადება]]ს ანუ „აპოკალიფსისს“, რომელიც ახალი აღთქმის ბოლო, მეხუთე წიგნს წარმოადგენს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[პავლე მოციქული]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.temuchinn.com/2013/02/blog-post.html პავლე მოციქული. თემუჩინის ბლოგი]
* [http://burusi.wordpress.com/2012/10/12/paul-3/ პავლე მოციქული. ბურუსი – BURUSI]
* [http://ka.georgica.ac.ge/isi/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98პავლე_მოციქულის_ეპისტოლეები პავლე მოციქულის ეპისტოლეები]
 
 
{{მოციქულები}}
[[კატეგორია:ახალი აღთქმის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქრისტეს თორმეტი მოციქული]]
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა]]
[[კატეგორია: ეგზეგეტიკა]]
[[კატეგორია: ქრისტიანობა]]
[[კატეგორია: ეპისტოლეები]]
[[კატეგორია: ბიბლია]]
[[კატეგორია: ახალი აღთქმა]]
{{Link FA|el}}
{{Link FA|ml}}
131,390

რედაქტირება