სტაფილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოდიში. ზევით დასასმელად - <sup></sup>
No edit summary
ხაზი 17:
| commons =
}}
'''სტაფილო''' ({{lang-la|Daucus}}) — [[მცენარეები|მცენარის]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ქოლგოსანნი|ქოლგოსანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. [[ორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანი]], იშვიათად [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ-]] ან [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] მცენარეა. აქვს მრავალგზის ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები. ცნობილია სტაფილოს 60-მდე სახეობა. უფრო გავრცელებულია ორწლოვანი მცენარე — [[კულტურული სტაფილო]] (Daucus sativus, Daucus carota), რომელიც იყოფა სასუფრე და საკვებ სტაფილოდ. სტაფილო პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირყვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროს. საკვები სტაფილოს ძირხვენა ხორციანია, ფერად თეთრი, ყვითელი ან მუქი იისფერი, ფორმით მომრგვალო-ცილინდრული, კონუსისებრი ან თითისტარისებრი; სიცივე და გვალვაგამძლეა; მოითხოვს ნეშომპალით მდიდარ ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგებს. თესავენ ერთ მწკრივად ან ზოლებად. სასუფრე სტაფილო შეიცავს (საშუალო %-ობით) — 88,8 [[წყალი|წყალს]], 1,1 აზოტოვანნივთიერებებს, 0,2 ცხიმს, 9,2 ნახშირწყლებს, 0,7 ნაცარს; მდიდარია A, B, B<sub>2</sub>, PP ვიტამინებით; იყენებენ კულინარიაში. ცხოველთა საუკეთესო საკვებია. [[საქართველო]]ში დარაიონებული ჯიშებია ნანტური, გორული, გერანდა და სხვა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|557|კვაჭაძე გ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტაფილო“-დან