ფილიმონის მიმართ ეპისტოლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფილიმონის მიმართ ეპისტოლე''' – ეპიტოლე შედგება მხოლოდ ერთ...
 
No edit summary
ხაზი 1:
 
'''ფილიმონის მიმართ ეპისტოლე''' – [[ეპიტოლეეპისტოლე]] შედგება მხოლოდ ერთი თავისაგან. იგი მიმართულია ქრისტიანული თემის ერთ-ერთ წევრის, ფილიმონის მიმართ. პავლემ ეპისტოლე ფილიმონს გაუგზავნა მისი ყოფილი მონის – ონისიმეს ხელით, რომელიც ფილიმონს გაექცა, რომში მოინათლა საპყრობილეში მყოფი მოციქულის ხელით და ახლა უკან ბრუნდებოდა პატრონთან. ეპისტოლე შეიცავს თხოვნას, რომ ფილიმონმა აპატიოს ონისიმეს დანაშაული და მიიღოს იგი, როგორც ქრისტესმიერი ძმა. ამასთანავე, [[პავლე მოციქული]] თავის თავზე იღებს ვალის გადახდას, თუ კი ონისიმეს რაიმე მართებს პატრონის. ამ ეპისტოლეში ჩანს, რომ რწმენასა და სიყვარულს შეუძლია შეაერთოს ის, რაც ცოდვამ გათიშა. ეპისტოლეში ჩანს მოციქულის თავაზიანობა, თავმდაბლობა და ქრისტიანული ძმათმოყვარეობა ფილიმონის და მისი ეკლესიის სამწყსოს მიმართ.
 
პავლე აუწყებს, რომ მომავალში, შესაძლოა, ის თავად ეწვიოს კიდეც ფილიმონს და ასევე სიყვარულით გადასცემს მოკითხვას სხვა მორწმუნეებისგან, კერძოდ, ეპიფრასის, მარკოზის, არისტარქეს, დემასის და ლუკასგან, რომლებიც მის თანაშემწეებს წარმოადგენენ.