[[ფაილი:TE-Nervous system diagram.svg|მინი|ადამიანის ნერვული სისტემა]]
'''ნერვული სისტემა''' — ({{lang-la|nervus}} -— ნერვი) არის— ბიოლოგიური სისტემა, რომელიც '''ცენტრალური''' ([[თავის ტვინი|თავისა]] და [[ზურგის ტვინი]]) და '''პერიფერიული''' (მათთან დაკავშირებული [[ნერვი|ნერვები]] და ნერვული კვანძები) ნაწილებისაგან შედგება. იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს [[აზროვნება]]ს, [[მეტყველება]]ს, [[დამახსოვრება]]ს, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.