ლუკას სახარება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 4:
== სახარების მიზანი, მახასიათებლები და შემადგენლობა ==
[[ფაილი:Samaritan.jpg|220px|მინიატიურა|მარცხნივ|მოწყალე სამარიტელი]]
სახარების მთავარი თემა - იესო ქრისტე, ძე ღვთისას ცხოვრება და ქადაგებანი. სახარება დაიწერა ქრისტიანთათვის და მიმართულია თეოფილეს და წმ. პავლეს მიერ დაფუძნებული ახალი ქრისტიანული საზოგადოების მიმართ.
 
სახარების მიზანს ავტორი აღნიშნავს პირველივე სტრიქონებში: "მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო,... რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია." სახარების რიგი თავისებურებები გამომდინარეობს მისი დანიშნულებიდან, რომელიც მიმართული იყო ყოფილ წარმართთა მიმართ. ავტორი ცდილობს დეტალურად აღწეროს ებრაული ტრადიციები, ასევე ცდილობს თავი აარიდოს სიტყვა "წარმართის" უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას, რათა არ მოხდეს არასწორი გაგების შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა. მაგალითად, ფრაზა ქრისტეს მთაზე ქადაგება , რომელიც "[[მათეს სახარება]]ში" ჟღერს "ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?" ([[მათე მახარებელი|მათე]] 5:47 ), [[ლუკა მახარებელი|ლუკასთან]] ასეთი ფორმა აქვს მიცემული: " და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან."([[ლუკა მახარებელი|ლუკა]] 6:33 ).
ხაზი 11:
 
=== სხვა სახარებებში გამოტოვებული ინფორმაცია ===
მხოლოდ ლუკას სახარებაში ვხვდებით ინფორმაციას [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცლის]] მშობლების შესახებ, მის დაბადებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ქალწულ მარიამის ელისაბედთან, იოანეს დედასთან სტუმრობაზე.
 
მხოლოდ აქ ვხვდებით ინფორმაციას ახალდაბადებული ჩვილისადმი მწყემსთა თაყვანისცემის შესახებ, ასევე 12 წლის იესოს ტაძარში ყოფნის შესახებ.
 
აგრეთვე, მხოლოდ აქ ვხვდებით ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ გალობას, ახალი აღთქმის პირველ სამადლობელ საგალობელ ჰიმნს: „ადიდებს სული ჩემი უფალსა". ამავე [[სახარება]]ს უნდა ვუმადლოდეთ წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ანგელოზებრივ საგალობელს "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი", რომელიც უძველესი დროიდან შევიდა ღვთისმსახურების საგალობელთა სიაში.
ხაზი 155:
* ზეიმით შესვლა იერუსალიმში და იესოს განდიდება
* იესოს გოდება იერუსალიმზე
* მოვაჭრეთა გამორეკვა
 
თავი 20
ხაზი 205:
 
== სახარების ენა ==
[[სახარება]], როგორც მთელი [[ახალი აღთქმა]] (მათეს სახარების გარდა), დაწერილია [[კოინე]] ენაზე, I საუკუნის ბერძნულ სალაპარაკო ენაზე. მრავალი მკვლევარის თანახმად, ლუკას სახარების ენა თავისი ლიტერატურურლი ხარისხით საუკეთესოა ახალ აღთქმაში. როგორც ჩანს ლუკა თავისი დროის ერთ–ერთი საუკეთესო მწერალი გახლდათიყო.
 
სახარების პირველ თავში მოყვანილია ზაქარიას და ქალწულ მარიამის ორი სამადლობელი [[ჰიმნი]], რომლებიც თავიანთი სრულყოფილებით, ენისა და სტილის თვალსაზრისით, მკვეთრად გამოირჩევა სახარების დანარჩენი ტექსტისაგან. სავარაუდოდ, ეს საგალობლები არსებობდა ზეპირი გადმოცემის სახით და მახარებელმა ლუკამ უცვლელად შეიტანა ისინი სახარებაში.
ხაზი 213:
 
== ლუკას სახარება ისტორიასა და კულტურაში ==
ლუკას სახარებაში აღწერილ მოვლენებს, ხელოვნების ეძღვნება მრავალი საუცხოო ნამუშევარი. შუა საუკუნეების პოპულარული პიროვნებების ფერწერული ტილოები, ფრესკები და ქანდაკებები. მაგ: ღვთისმშობლ მარიამის სტუმრობა ელისაბედტან( [[პონტორმო]], [[ჯოტო]], [[პიერო დი კოზიმო]], მ. დენი), მწყემსთა თაყვანისცემა ([[ელ გრეკო]], [[კარავაჯო]], [[ჯორჯონე]], [[ბარტოლომე ესტებან მურილიო|მურილიო]], [[ნიკოლა პუსენი|პუსენი]] და სხვები) , ქრისტე გამოჩენა ემმაუსში ([[კარავაჯო]]), და სხვ.
 
ხშირად დიდი მხატვრები მიმართავდნენ ლუკას სახარების იგავებს სიუჟეტისთვის — "უძღები შვილის დაბრუნება", ( ამ თემაზე შექმნილია [[რემბრანდტი]]ს ცნობილი ტილო), მოწყალე სამარიტელი ([[რემბრანდტი]], [[კორნელისენი]]) და სხვ.
 
შექმნილია სახარების მოვლენათა ვრცელი [[იკონოგრაფია]], სახარების ისტორიული პერსონაჟები, აგრეთვე, თავად ავტორი [[ლუკა მახარებელი]].
 
შქმნილია მელოდიები. მაგალითად, ცნობილი საგალობლების შესახებ მელოდიები დაწერილი აქვთ [[იოჰან სებასტიან ბახი|იოჰან სებასტიან ბახს]], [[კლაუდიო მონტევერდი]]ს, [[ანტონიო ვივალდი]]ს, [[იოჰან კუნაუ]]ს, [[სერგეი რახმანინოვი|სერგეი რახმანინოვს]] და სხვა კომპოზიტორებს.
 
[[1979]] წელს ლუკას სახარების მიხედვით შეიქმნა მხატვრული ფილმი [[იესო]].
ხაზი 250:
* [http://www.newadvent.org/cathen/09420a.htm წმ. ლუკას სახარება. კათოლიკური ენციკლოპედია]
 
[[კატეგორია: სახარებები]]
[[კატეგორია: ბიბლია]]
[[კატეგორია: საეკლესიო ნივთები]]
[[კატეგორია: ახალი აღთქმა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუკას_სახარება“-დან