ბიოგეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბიოგეოგრაფია''' ([[ბიო...]] და [[გეოგრაფია]]) — [[მეცნიერება]], რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირზე სხვადასხვაგვარი [[ბიოცენოზი]]ს, აგრეთვე [[ცხოველები]]ს, [[მცენარეები]]სა და [[მიკროორგანიზმები]]ს გავრცელებისა და განსახლების კანონზომიერებებს. ბიოგეოგრაფია [[ბიოლოგია|ბიოლოგიისა]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]] მოსაზღვრე მეცნიერებაა. იგი მოიცავს ორგანიზმების გეოგრაფიას, მცენარეული საფრისა და ცხოველთა მოსახლეობის გეოგრაფიას. ორგანიზმების გეოგრაფია თავის მხრივ, მოიცავს მიკროორგანიზმების გეოგრაფიას, მცენარეთა გეოგრაფიას, ცხოველთა გეოგრაფიას, ორგანიზმების ზოგად გეოგრაფიას; მცენარეული გეოგრაფია მოიცავს მიკროორგანიზმების გეოგრაფიას, ფიტოცენოზების გეოგრაფიას; ცხოველთა მოსახლეობის გეოგრაფია აერთიენებს ზოოცენოზების გეოგრაფიასა და ბიოცენოზების გეოგრაფიას.
 
ბიოგეოგრაფიის ძირითადი მიმართულებებია: არეალოლოგიური, ფლორისტიკული და ფაუნისტიკური, რეგიონული, ეკოლოგიური და ისტორიული ბიოგეოგრაფია; არეალოლოგიის დარგში დადგენილია მნიშვნელოვანი რაოდენობის სახეობათა არეალები; ფლორისტიკული და ფაუნისტიკური თვალთახედვით უკეთაა გამოკვლეული უმაღლესი მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები. ფლორისტიკული და ფაუნისტიკური რეგიონების გამოყოფისას რეგიონული ბიოგეოგრაფიისთვის აშკარა გახდა, რომ საჭიროა არა მხოლოდ ენდემური, არამედ დამახასიათებელი ტაქსონების აღრიცხვა და ამა თუ იმ სახეობის სიუხვის შეფასება. გამოყოფილია დიდი რეგიონები, რომლებიც საერთოა ცხოველების[[ცხოველები]]ს, მცენარეებისა[[მცენარეები]]სა და მიკროორგანიზმების[[მიკროორგანიზმები]]ს ყველა სისტემატიკური ჯგუფისათვის.
 
ყოველთვის არ ხერხდება უფრო მცირე ზომის რეგიონების გამოყოფა, რადგან ორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული განსახლების კანონზომიერებანი აქვს. ეკოლოგიურ ბიოგეოგრაფიაში მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმების როლს [[ბიომასა|ბიომასის]], ბიოლოგიური პორდუქტიულობისა და [[ლანდშაფტი|ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების]] ცხოვრებაში, კერძოდ, [[ენერგია|ენერგიის]] გარდაქმნის შესწავლას. ისტორიული ბიოგეოგრაფია იკვლევს თანამედროვე [[ბიოცენოზი|ბიოცენოზებსა]] და ორგანიზმებზე [[დედამიწა|დედამიწის გეოლოგიური წარსულის]] ზეგავლენას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგეოგრაფია“-დან