ბიოგეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბიოგეოგრაფია''' ([[ბიო...]] და [[გეოგრაფია]]) — [[მეცნიერება]], რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირზე სხვადასხვაგვარი [[ბიოცენოზი]]ს, აგრეთვე [[ცხოველები]]ს, [[მცენარეები]]სა და [[მიკროორგანიზმები]]ს გავრცელებისა და განსახლების კანონზომიერებებს. ბიოგეოგრაფია [[ბიოლოგია|ბიოლოგიისა]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]] მოსაზღვრე მეცნიერებაა. იგი მოიცავს ორგანიზმების გეოგრაფიას, მცენარეული საფრისა და ცხოველთა მოსახლეობის გეოგრაფიას. ორგანიზმების გეოგრაფია თავის მხრივ, მოიცავს მიკროორგანიზმების გეოგრაფიას, მცენარეთა გეოგრაფიას, ცხოველთა გეოგრაფიას, ორგანიზმების ზოგად გეოგრაფიას; მცენარეული გეოგრაფია მოიცავს მიკროორგანიზმების გეოგრაფიას, ფიტოცენოზების გეოგრაფიას; ცხოველთა მოსახლეობის გეოგრაფია აერთიენებს ზოოცენოზების გეოგრაფიასა და ბიოცენოზების გეოგრაფიას.
 
ბიოგეოგრაფიის ძირითადი მიმართულებებია: არეალოლოგიური, ფლორისტიკული და ფაუნისტიკური, რეგიონული, ეკოლოგიური და ისტორიული ბიოგეოგრაფია; არეალოლოგიის დარგში დადგენილია მნიშვნელოვანი რაოდენობის სახეობათა არეალები; ფლორისტიკული და ფაუნისტიკური თვალთახედვით უკეთაა გამოკვლეული უმაღლესი მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები. ფლორისტიკული და ფაუნისტიკური რეგიონების გამოყოფისას რეგიონული ბიოგეოგრაფიისთვის აშკარა გახდა, რომ საჭიროა არა მხოლოდ ენდემური, არამედ დამახასიათებელი ტაქსონების აღრიცხვა და ამა თუ იმ სახეობის სიუხვის შეფასება. გამოყოფილია დიდი რეგიონები, რომლებიც საერთოა ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების ყველა სისტემატიკური ჯგუფისათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგეოგრაფია“-დან