სელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 31 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q161100
clean up, replaced: iucnstatus → დაცვის სტატუსი using AWB
ხაზი 12:
| სახეობა =
| ლათ =Linum
| დაცვის სტატუსი =
| iucnstatus =
| ვიკისახეობები =
| iucn =
| commons =
}}
'''სელი''' (Linum) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ]] ან [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი მცენარე]] [[სელისებრნი|სელისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. აერთიანებს 200-მდე სახეობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ანუ [[კულტურული სელი]] (Linum usitatissimum), რომელიც იყოფა 5 ჯგუფად: სართავი, შუალურა ზეთოვანი, მსხვილმარცვალა, გართხმული. უმთავრესად კულტივირებულია სართავი და [[ზეთოვანი სელი]].
 
''სართავი სელი'' ერთწლოვანია, აქვს ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 70-125 სმ აღწევს, ლანცეტისებრი ფოთოლი, ყვავილედი მტევანი. ნაყოფი კოლოფია, თესლი — ბრტყელი, კვერცხისებრი, ყავისფერი (ზოგჯერ ყვითელი). ბოჭკოსაგან (ღეროში 20-25%-ია) ამზადებენ ნართს, ქსოვილს. ჩენჩოს იყენებენ საწვავად. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთი). ამჟამად აღარ მოჰყავთ.
 
''ზეთოვანი სელი'' ერთწლოვანია, დატოტვილღეროიანი. მისი თესლისაგან (35-52% ზეთს შეიცავს) ამზადებენ ლაქს, ოლიფას, საღებავს, ლინოლეუმს და სხვა. იყენებენ აგრეთვე საჭმელად და მედიცინაში. ჩენჩო კონცენტრირებული საკვებია.
 
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელი“-დან