თენცინგ ნორგეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „ნორგეი ტენცინგი“ გადაიტანა გვერდზე „ნორგეი თენცინგი“
No edit summary
ხაზი 30:
}}
 
'''ნორგეი თენცინგი''' (დ. [[15 მაისი]] [[1914]], [[ქუმბუ]], [[ნეპალი]] — გ. [[9 მაისი]] [[1986]] [[დარჯილინგი]], [[ინდოეთი]]) — მთამსვლელი. ეროვნებით [[შერპა]]. ინდოეთის მოქალაქე. მუშაობდა მეგზურად, ტვირთმზიდავად, სირდარად, ბევრ ალპინისტურ და კვლევით ექსპედიციაში, სამთო მომზადების ინსტრუქტორად. მონაწილეობდა [[ევერესტი|ევერესტზე]] 6 ასვლაში. 1938 წელს ტვირთით 8290 მ-მდე ასვლისათვის ალპინისტურმა ჰიმალაის კლუბმა თენცინგს „ვეფხვის“ წოდება მიანიჭა. ჟურნალმა [[ტაიმი (ჟურნალი)|Time]]-მა თენცინგი XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. 1953 წლის 29 მაისს [[ედმუნდ ჰილარისთანჰილარი]]სთან ერთად პირველი ავიდა [[ევერესტი|ევერესტზე]]. იყო ალპინიზმის ჰიმალაის ინსტიტუტის საველე მომზადების დირექტორი, 1955 წლიდან იყო შერპა ალპინისტების ასოციაციის თავმჯდომარე. თენცინგი დაიბადა ნეპალში, ადგილ ქუმბუში, მოზარდის ასაკში საცხოვრებლად დარჯილინგში წავიდა. არსებობს ალბათობა იმისა, რომ თენცინგი [[ტიბეტი|ტიბეტში]] დაიბადა. დაბადებისას მიიღო სახელი ნამგიალ ვანგდი. შემდეგ, [[ლამა (ბუდიზმი)|ლამას]] რჩევით მშობლებმა გადაარქვეს სახელი და დაარქვეს თენცინგ ნორგეი, რაც „ბედნიერ, მდიდარ რელიგიის მიმდევარს“ ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა ტვირთმზიდავების ჯგუფის უფროსი. 1963 წელს იმოგზაურა სსრკ-ში, ავიდა იალბუზზე, ეწვია საქართველოს ალპურ კლუბს. სამჯერ იყო დაქორწინებული. გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით 71 წლის ასაკში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თენცინგ_ნორგეი“-დან