თენცინგ ნორგეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
}}
 
'''ნორგეი თენცინგი''' (დ. [[15 მაისი]] [[1914]], [[ქუმბუ]], [[ნეპალი]] — გ. [[9 მაისი]] [[1986]] [[დარჯილინგი]], [[ინდოეთი]]) — მთამსვლელი. ეროვნებით [[შერპა]]. ინდოეთის მოქალაქე. მუშაობდა მეგზურად, ტვირთმზიდავად, სირდარად, ბევრ ალპინისტურ და კვლევით ექსპედიციაში, სამთო მომზადების ინსტრუქტორად. მონაწილეობდა [[ევერესტი|ევერესტზე]] 6 ასვლაში. 1938 წელს ტვირთით 8290 მ-მდე ასვლისათვის ალპინისტურმა ჰიმალაის კლუბმა თენცინგს „ვეფხვის“ წოდება მიანიჭა. ჟურნალმა Time-მა თენცინგი XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარისთან ერთად პირველი ავიდა ევერესტზე. იყო ალპინიზმის ჰიმალაის ინსტიტუტის საველე მომზადების დირექტორი, 1955 წლიდან იყო შერპა ალპინისტების ასოციაციის თავმჯდომარე. თენცინგი დაიბადა ნეპალში, ადგილ ქუმბუში, მოზარდის ასაკში საცხოვრებლად დარჯილინგში წავიდა. არსებობს ალბათობა იმისა, რომ თენცინგი ტიბეტში დაიბადა. დაბადებისას მიიღო სახელი ნამგიალ ვანგდი. შემდეგ, ლამას რჩევით მშობლებმა გადაარქვეს სახელი და დაარქვეს თენცინგ ნორგეი, რაც „ბედნიერ, მდიდარ რელიგიის მიმდევარს“ ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა ტვირთმზიდავების ჯგუფის უფროსი. 1963 წელს იმოგზაურა სსრკ-ში, ავიდა იალბუზზე, ეწვია საქართველოს ალპურ კლუბს. სამჯერ იყო დაქორწინებული. გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით 71 წლის ასაკში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თენცინგ_ნორგეი“-დან