ატლასის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
ატლასის მთების ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში ყავისფერ ნიადაგებზე, [[ზრვის დონე|ზღვის დონიდან]] 800 მ-მდე გავრცელებულია ხეშეშფოთლიან ტყეთა კორომები, [[კორპის მუხა|კორპის მუხის]] ტყეები და [[მაკვისი]]ს ტიპის ბუჩქნარები. მშრალ შიგა რაიონებში რუხ-ყავისფერ ღორღიან ნიადაგზე ნახევარუდაბნოს მეჩხერი მარცვლოვანი მცენარეულობაა. ერ-რიფის და თელ-ატლასის ქედებზე 1200 მ-მდე [[ქვამუხა|ქვამუხისა]] და [[კორპის მუხა|კორპის მუხის]] მარადმწვანე ტყეებია, 1700 მ-მდე შერეული ტყეები, მარადმწვანე მცენარეებთან ერთად აქ ფართოფოთლიანები და წიწვიანებიც ხარობს. 2200 მ-მდე მთის ყავისფერ გამოტუტულ და ტყის ყომრალ ნიადაგზე წიწვიანი ([[ატლასის კედარი]]) ტყეებია.
 
[[ფაუნა|ცხოველთა სამყარო]] გაღარიბებულია. შემორჩენილია [[მაიმუნები]]. თითქმის ყველგანაა [[ტურა]], სამხრეთით ბინადრობს [[აფთარი]], ზოგიერთი ჩლიქოსანი. ბევრია გადამფრენი ფრინველი. მრავალფეროვანია [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალთა სამყარო]].
 
სახნავი მიწები თავმოყრილია [[მდინარე|მდინარეთა ხეობებში]]. მოჰყავთ მარცვლეული, ციტრუსები, ყურძენი, ბოსტნეული. მისდევენ მომთაბარე და ნახევრად მომტაბარე მეხოველეობას ([[წვრილფეხა რქოსანი საქონელი]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატლასის_მთები“-დან