ვუდი ალენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება
ხაზი 59:
1980-1992 წლებში ალენს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ [[მია ფეროუ]]სთან. რომელმაც მის ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1993 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა თავისი შვილობილი, 7 წლის დილან ფეროუ გააუპატიურა. ეს სკანდალი გახდა ვუდი ალენისა და მია ფეროუს დაშორების მიზეზი.
 
2005 წელს ვუდი ალენმა გადაიღო ფილმი „[[მატჩ პოინტი (ფილმი)|მატჩ პოინტი]]“. ფილმი თემატურად ეხმიანება ალენისვე ადრეულ, 1989 წლის ფილმს „[[დანაშაულებები და ცუდი საქციელები]]“ და [[თედორე დოსტოევსკი]]ს რომანს „[[დანაშაული და სასჯელი]]“. ფილმში განხილულია სამყაროში სამართლიანობის და სასჯელის არსებობის თემა.
2011 წელს ალენმა გამოუშვა ფილმი „[[შუაღამე პარიზში]]“, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეფასეს. მას ხშირად უწოდებენ ალენის საუკეთესო ფილმს 1994 წლის „[[ტყვიები ბროდვეის თავზე]]ს“ შემდეგ. რეჟისორმა კი დაიმსახურა [[ოსკარი]]სა და [[ოქროს გლობუსი]]ს ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის. 2014 წელს ალენმა მიიღო ოქროს გლობუსის [[სესილ ბ. დემილის ჯილდო|სესილ დემილის სახელობის]] ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვუდი_ალენი“-დან