სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
=== ჯგუფის სტილი ===
[[ფაილი:Scorpions - 03.jpg|მარჯვნივ|მინი|170პქ|რუდოლფ შენკერი თავისი დამახასიათებელი სტილით „შენკერ-როტორი“.]]
ახალგაზრდობაში [[რუდოლფ შენკერი]] აცხადებდა, რომ იგი [[როლინგ სტოუნზი]]ს დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო [[კლაუს მაინე]]ს სიმპატიები უფრო მეტად [[ბითლზი]]საკენ იხრებოდა. ორივე შემთხვევაში ისინი არჩევდნენ, [[როკ-მუსიკა|როკი]] ყოფილიყო ნაკლებად აგრესიული. მრავალი წლის განმავლობაში შენკერი უკრავდა მისთვის დამახასიათებელ განსაზღვრულ სტილს [[გიტარა]]ზე, რასაც განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩენს მისი სოლოები სიმღერებში [[Still Loving You]] და [[Wind of Change]]. გარდა ამისა, ჯგუფი საკმაოდ სწრაფად ითავისებდა ამ გავლენებს და ქმნიდა საკუთარ სტილს. მათი სადებიუტო [[ალბომი|ალბომში]] ''[[Lonesome Crow]]'' იგრძნობა კრაუტროკის ძლიერი გავლენა, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული იყო [[გერმანია]]ში.<ref name=Krautrock>მიჩკა ასაიესი. ''Dictionnaire du rock'', ტომი 2 - M-Z, Collection Bouquins, Р. ლაფონტი, 2000</ref> მათი შემდგომი ალბომში ''[[Fly to the Rainbow]]'' უფრო მეტი როკის ჟღერადობის სიმღერაა, ვიდრე პირველში (მაგალითად გამოდგება სიმღერა Speedy's Coming). ჯგუფი შემოიფარგლა მხოლოდ კრაუტროკის დაკვრით შემდგომ ალბომში ''[[In Trance]]''. [[მუსიკალური პროდიუსერი|პროდიუსერ]] დიტერ დირკსის გავლენით ჯგუფის სტილი უფრო ღრმა და ლირიკული გახდა. ამ დროისთვის მუსიკის შექმნაში გიტარაზე შენკერს ეხმარებოდა [[ულრიხ როთი]], რომლის სტილი ხასიათდება [[ნეო-კლასიკური მეტალი|ნეო-კლასიციზმით]]. მასზე დიდი გავლენა იქონია [[ჯიმი ჰენდრიქსი|ჯიმი ჰენდრიქსმა]]. სხვა შემსრულებლები, რომელთაც სკორპიონსის მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებაზე იქონიეს გავლენა, იყვნენ [[ლედ ზეპელინი]] და [[დიფDeep ფარფლიPurple]]. სკორპიონსი ქმნიდა იმ ჯგუფების სტილის ნარევ მუსიკას, რომლებიც უკრავდნენ მძიმე და მელოდიურ როკს, ხშირად შეთავსებულს [[პროგრესული როკი|პროგრესულ როკთან]]. საბოლოოდ, ჯგუფის [[მუსიკა]] იქმნებოდა კლაუს მაინეს [[ვოკალი]]თ, გამყარებული რუდოლფ შენკერის სოლოებითა და ულრიხ როთის მძიმე რიფებით.
 
როთის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ სკორპიონსის სტილმა მოდერნიზაცია განიცადა. ეს ცვლილებები აისახა [[1979]] წლის ალბომში ''[[Lovedrive]]''. ჯგუფში მოსული ახალი გიტარისტი [[მათიას იაბსი]] უკრავდა უფრო მელოდიურ როკს, ვიდრე როთი. დაკვრის მისეული სტილი ახლოსაა [[ვან ჰალენი]]ს სტილთან, გარდა ამისა, როთის წასვლამ შენკერსა და მაინეს საშუალება მისცა, გაეკონტროლებინათ სიმღერების შექმნის პროცესი.<ref name=TheAlbumLovedrive/> ხმის ეს ჟღერადობა განვითარდა და გახდა ჯგუფის საერთაშორისო წარმატების სინონიმი. [[1988|1988 წლის]] ალბომი ''[[Savage Amusement]]'' გათვლილი იყო უფრო მეტად კომერციული მიზნებისთვის: ალბომში თავმოყრილი იყო ნაკლები როკი და მეტი იმ დროისთვის თანამედროვე ჟანრი. ეს ალბომი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი გამოსვლის წინ ჯგუფმა დაითხოვა მათი პროდიუსერი დიტერ დირქსი, მაგრამ უმნიშვნელო მოვლენა იყო შემდეგი ალბომის წარმატების ფონზე. [[1990]] წელს გამოშვებული ალბომით ''[[Crazy World]]'' სკორპიონსი დაუბრუნდა თავის კლასიკურ ჟღერადობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს ალბომი უფრო მეტად ახლოსაა [[Guns N' Roses]]-ის სტილთან, კომპოზიციებს ამ ალბომიდან ახასიათებთ უხეში მძიმე საგიტარო რიფები, რომლებიც ალბომების ''[[Blackout]]'' და ''[[Love at First Sting]]'' ჟღერადობის მსგავსია. ალბომის ''Crazy World'' დიდი წარმატების შემდეგ სკორპიონსის, როგორც მელოდიურმა როკ-ჯგუფის, პოპულარობამ კლება დაიწყო [[გრანჟი]]ს შემსრულებელი ჯგუფების სასარგებლოდ. მომდევნო წლებში ჯგუფმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სტილი. კლაუს მაინეს მიერ დაწერილი ათიდან რვა სიმღერის ტექსტი სიყვარულს უკავშირდება.<ref name=RockYourLife>{{cite book |ref= |year=2009 |author=რუდოლფ შენკერი |authorlink=რუდოლფ შენკერი |coauthors=და სხვები |url=http://www.rockyourlife-yeah.com/ |title=Rock Your Life|publisher=FinanBuch Verlag GmbH |location=მიუნჰენი, გერმანია |isbn=3868820191}}</ref>
131,390

რედაქტირება