→სიუჟეტი
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) |
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) |
||
ჰესთერი ბრბოში შენიშნავს გამხდარ, ცუდად ჩაცმულ კაცს და ცნობს თავის ქმარს, რომელიც დიდი ხანია, რაც ზღვაში დაკარგულად ითვლებოდა. როცა ქმარი შეამჩნევს ქალს სამარცხვინო ბოძთან, იგი ეკითხება ერთ-ერთ კაცს ბრბოში ამ ქალის შესახებ და მისგან მოისმენს თავისი ცოლის ღალატის ამბავს. საბოლოოდ, ქმარი გაბრაზებით წამოიძახებს, რომ ღალატის მეორე მონაწილეც უნდა დასჯილი იქნას და აღთქმას დებს, რომ იპოვის დამნაშავე კაცს. აქვე იგი ირჩევს სხვა სახელს _ როჯერ ჩილინგუორთს, რათა შურისძიების გეგმის შესრულება უფრო იოლად მოახერხოს.
ღირსი მამა ჯონ უილსონი და მისი მოადგილე ეკლესიაში, მამა არტურ დიმსდეილი დაჰკითხავენ ჰესთერს, მაგრამ იგი უარს აცხადებს თავისი საყვარლის სახელის აღიარებაზე. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდება საკანში, ციხის გუშაგს მასთან შემოჰყავს როჯერ ჩილინგუორთი,
მას შემდეგ, რაც ჰესთერს ათავისუფლებენ ციხიდან, იგი ბინავდება ქალაქის განაპირას ერთ-ერთ კოტეჯში და თავს სამკერვალო საქმით ირჩენს. იგი მშვიდი და შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობს თავის ბავშვთან, პერლთან ერთად. მაგრამ აშფოთებს პერლის უცნაური ხასიათი. ბავშვი უცნაურად მოხიბლულია მეწამული "A" სიმბოლოთი, ვერ ცნობს დედას, თუ მას ამგვარი სამოსი არ აცვია. როცა იზრდება, პერლი კაპრიზულ და ჭირვეულ ბავშვად ყალიბდება. მისი ასეთი ქცევა ჭორებს აძლევს სათავეს, რაც მთავრდება იმით, რომ ეკლესიის წევრები ითხოვენ პერლის წართმევას ჰესთერისათვის.
|