ალისფერი დამღა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
ლიტერატურული კრიტიკოსების უმეტესობა წიგნს ქებით შეხვდა, მაგრამ რელიგიური საზოგადოების მეთაურებმა წიგნი მაშინვე მიზანში ამოიღეს. ორესტეს ბრაუნსონი ჩიოდა, რომ ჰოთორნს არ ესმის არც ქრისტიანობა, არც სარწმუნოება და არც სინანული. ეკლესიურ მიმოხილვაში და საეკლესიო რეესტრში ჩაიწერა, რომ ავტორი „ცუდ ზნეობას ავრცელებს“.
 
მეორე მხრივ კი, მე-20 საუკუნის ცნობილმა მწერალმა, [[დ. ჰ. ლორენსი|დ. ჰ. ლორენსმა]] აღნიშნა, რომ შეუძლებელია დავასახელოთ ამერიკული წარმოსახვის უფრო ბრწყინვალე პროდუქტი, ვიდრე ესაა „მეწამული სიმბოლო“. [[ჰენრი ჯეიმსი]] წერს რომანის შესახებ: „ეს არის მშვენიერი, თაყვანსაცემი, საგანგებო რამ; მას უმაღლეს დონეზე გააჩნია ის დამღა, რასაც ჰოთორნის საუკეთესო ნაწერები ატარებს _ აზრის თვალშეუდგამი სიწმინდე და სიმსუბუქე... ამ რომანს ხშირად შეიძლება დაუბრუნდე; მას იოლად შეიძლება მიეჩვიო და გააჩნია ხელოვნების დიდი ნიმუშებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობა და იდუმალება“.
 
ბევრი თანამედროვე კრიტიკოსი ამ რომანში სიმბოლიზმსაც დაინახავს. ლათინური "A", რომელსაც ინგლისურ ენაში საუკეთესოს, პირველი ხარისხის მნიშვნელობაც გააჩნია, ამ შემთხვევაში სწორედ სიმბოლოა, ოღონდ არა იმდენად ცოდვისა, როგორც მთავარი გმირის ამაყი და მოუდრეკელი ხასიათისა, მისი გამორჩეულობისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალისფერი_დამღა“-დან