ალისფერი დამღა: განსხვავება გადახედვებს შორის

„მეწამული სიმბოლო“ გამოქვეყნებული იქნა 1850 წლის გაზაფხულზე გამომცემლობაში „Ticknor & Fields“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფართო ტირაჟით დაბეჭდილი წიგნი ამერიკაში. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში წიგნები ხელით მზადდებოდა და მცირე რაოდენობებით იყიდებოდა. „მეწამული სიმბოლოს“ პირველი მექანიზებული ტირაჟი, 2500 ცალი, გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად და სულ 10 დღეში გაიყიდა მთლიანად. ამან ავტორს 1500$-ის შემოსავალი მოუტანა.
 
==კრიტიკის რეაქცია==
 
ლიტერატურული კრიტიკოსების უმეტესობა წიგნს ქებით შეხვდა, მაგრამ რელიგიური საზოგადოების მეთაურებმა წიგნი მაშინვე მიზანში ამოიღეს. ორესტეს ბრაუნსონი ჩიოდა, რომ ჰოთორნს არ ესმის არც ქრისტიანობა, არც სარწმუნოება და არც სინანული. ეკლესიურ მიმოხილვაში და საეკლესიო რეესტრში ჩაიწერა, რომ ავტორი „ცუდ ზნეობას ავრცელებს“.
 
მეორე მხრივ კი, მე-20 საუკუნის ცნობილმა მწერალმა, დ. ჰ. ლორენსმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია დავასახელოთ ამერიკული წარმოსახვის უფრო ბრწყინვალე პროდუქტი, ვიდრე ესაა „მეწამული სიმბოლო“. ჰენრი ჯეიმსი წერს რომანის შესახებ: „ეს არის მშვენიერი, თაყვანსაცემი, საგანგებო რამ; მას უმაღლეს დონეზე გააჩნია ის დამღა, რასაც ჰოთორნის საუკეთესო ნაწერები ატარებს _ აზრის თვალშეუდგამი სიწმინდე და სიმსუბუქე... ამ რომანს ხშირად შეიძლება დაუბრუნდე; იგი ძლიერ მეგობრულია და გააჩნია ხელოვნების დიდი ნიმუშებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობა და იდუმალება“.
 
==ქართული თარგმანი==