მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბებრისციხე''' ([[ბელტისციხე]])მდებარეობს [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]], ქ. [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთით, მდ. [[არაგვი]]ს მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ''ბელტა''. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი – 600 კვ-მეტრი.
== ისტორია ==
ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხე პირველად იხსენიება [[ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე|ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანესთან]], რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე [[დემეტრე I]] (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხშიბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და [[გელათი|გელათში]], მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს.
ბებრისციხის მშენებლობას XVIII ს. ისტორიკოსი [[ვახუშტი ბატონიშვილი]] არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე [[მცხეთა]] ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან.
2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.
227

რედაქტირება