სურიკატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
| ncbi =
}}
'''სურიკატი''' ({{lang-la|Suricata suricatta}}) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი [[მანგუსტისებრნი|მანგუსტისებრთა]] ოჯახისა. გავრცელებულია [[სამხრეთი აფრიკა|სამხრეთ აფრიკაში]], მეტწილად [[კალაჰარი]]ს რაიონში. წარსულში შემჩნეული იყო [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]]. მისი სხეულის სიგრძე 25-35 სმ აღწევს, კუდისა — 17,5-25 სმ. სქესობრივად მომწიფებული ცხოველი იწონის 1 კგ-ზე ნაკლებს. ნარინჯისფერ-ყავისფერია. თავი თეთრია, ყურები შავი, კუდი მოყვითალო, კუდის ბოლო — შავი. გრძელი და რბილი ბეწვი აქვს. აქვს საზარდულის რკინებიჯირკვალი, რომელიც გამოჰყოფს სუნიან [[სეკრეტი|სეკრეტს]]. წინა თათებზე გრძელი და მაგარი ბრჭყალები აქვს. აქტიურია დღისით. მაღალორგანიზებული ცხოველია. ბინადრობს კოლონიებად. მანერის მიხედვით „ბოძისებურად“ დგას და გამოსცემს მსტვინავ ხმას. იკვებება მწერებითა და წვრილი ხერხემლიანებით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს დაახლოებით 1 წლისა. წელიწადში ერთხელ შობს 2-4 ნაშიერს. ადვილად შინაურდება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურიკატი“-დან