ლუკას სახარება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
== სხვა სახარებებში გამოტოვებული ინფორმაცია ==
მხოლოდ ლუკას სახარებაში ვხვდებით ინფორმაციას [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცლის]] მშობლების შესახებ, მის დაბადებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ქალწულ მარიამის ელისაბედთან, იოანეს დედასთან სტუმრობაზე.
 
მხოლოდ აქ ვხვდებით ინფორმაციას ახალდაბადებული ჩვილისადმი მწყემსთა თაყვანისცემის შესახებ, ასევე 12 წლის იესოს ტაძარში ყოფნის შესახებ.
 
აგრეთვე, მხოლოდ აქ ვხვდებით ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ გალობას, ახალი აღთქმის პირველ სამადლობელ საგალობელ ჰიმნს: „ადიდებს სული ჩემი უფალსა". ამავე [[სახარება]]ს უნდა ვუმადლოდეთ წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ანგელოზებრივ საგალობელს "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი", რომელიც უძველესი დროიდან შევიდა ღვთისმსახურების საგალობელთა სიაში.
მხოლოდ აქ ვხვდებით ისეთ სასწაულებს, როგორიცაა
* "უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება" (4:33)
* "ნაინელი ქვრივის ვაჟის გაცოცხლება" (7.11)
* "წყალმანკით დაავადებულის განკურნება" (14.1)
* "სნეული დედაკაცის განკურნება შაბათს" (13.11)
* "ათი კეთროვანის განკურნება" (17:12)
* "ყურმოჭრილის განკურნება" (22:50)
 
ვრცელია ლუკას სახარება ქრისტეს იგავებით, რომლებიც არ გვხვდება სხვა სახარებებში. მაგ:
* მოწყალე სამარიტელის იგავი ( 10:30 )
* უძღები შვილის იგავი ( 15:11 )
* დაკარგული დრაჰმის იგავი ( 15:8 )
* მეზვერე და ფარისეველის იგავი (18:10) , რომელიც შეიცავს ტექსტს "მეზვერეს ლოცვა"
* მდიდარი და ლაზარეს იგავი ( 16:19 )
* იგავი ტალანტებზე ( 19:12 )
* იგავი ორი მოვალეზე ( 7:41 )
* იგავი უსარგებლო ლეღვის ხეზე ( 13:6 )
* იგავი ომში მიმავალ მეფეზე(14:28)
* იგავი მოღალატე მმართველზე(16:1)
* უსამართლო მოსამართლეზე ( 18:2 )
და სხვ.
 
== სახარების შინაარსი ==
==== თავი 1 ====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუკას_სახარება“-დან