შუასაძგიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''შუასაძგიდი''', ''დიაფრაგმა'' (ლათ.{{lang-la|diafragma}})ძუძუმწოვრებისა და ადამიანის გუმბათისებრი მყეს-კუნთოვანი ფირფიტა, რომელიც ერთიმეორისაგან გამოყოფს გულმკერდისა და მუცლის ღრუებს. ადამიანის შუასაძგიდი ემბრიონალური განვითარების მე-3 კვირას ისახება კისრის3—5 სომიტების მიდამოში და შემდეგ ტანდათან ეშვება ქვემოთ. შუასაძგიდის საერთო დასაწყისია გულმკერდის ქვემო ხვრელი (გასავალი). შუასაძგიდის პერიფერიული ნაწილი კუნთოვანია, ცენტრალური — მყესოვანი. კუნთოვან ნაწილში განარჩევენ წელის, ნეკნებისა და მკერდის ნაწილებს. შუასაძგიდის შედგენილობაში ზემოდან ქვემოთ შედის [[პლევრა]], გულმკერდის შიგნითა ფასცია, საკუთრივ შუასაძგიდი, მუცლის შიგნითა ფასცია და [[პერიტონეუმი]]. სეროზული იოგები შუასაძგიდიდან მიდის შინაგან ორგანოებთან (ღვიძლი, კუჭი, ელენთა, კოლინჯი და სხვა) და აფიქსირებს მათ.
 
შუასაძგიდში არის 3 დიდი კენტი ხვრელი, მათ შორის ერთში გათვლის აორტა და გულმკერდის ლიმფური სადინარი, მეორეში — საყლაპავი მილი და ცთომილი ნერვები, მესამეში — ქვემო ღრუ ვენა და წყვილ-წყვილი ნაპრალი — აიმპათიკური წველისათვის, შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვებისათვის, შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვებისათვის, კენტი ვენებისათვის, გულმკერდის შიგნიტა არტერიებისა და ვენებისათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შუასაძგიდი“-დან