შუასაძგიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „დიაფრაგმა (ბიოლოგია)“ გადაიტანა გვერდზე „შუასაძგიდი“ გადამისამა...
No edit summary
ხაზი 1:
'''შუასაძგიდი''', ''დიაფრაგმა'' (ლათ.diafragma)ძუძუმწოვრებისა და ადამიანის გუმბათისებრი მყეს-კუნთოვანი ფირფიტა, რომელიც ერთიმეორისაგან გამოყოფს გულმკერდისა და მუცლის ღრუებს. ადამიანის შუასაძგიდი ემბრიონალური განვითარების მე-3 კვირას ისახება კისრის3—5 სომიტების მიდამოში და შემდეგ ტანდათან ეშვება ქვემოთ. შუასაძგიდის საერთო დასაწყისია გულმკერდის ქვემო ხვრელი (გასავალი). შუასაძგიდის პერიფერიული ნაწილი კუნთოვანია, ცენტრალური — მყესოვანი. კუნთოვან ნაწილში განარჩევენ წელის, ნეკნებისა და მკერდის ნაწილებს. შუასაძგიდის შედგენილობაში ზემოდან ქვემოთ შედის [[პლევრა]], გულმკერდის შიგნითა ფასცია, საკუთრივ შუასაძგიდი, მუცლის შიგნითა ფასცია და [[პერიტონეუმი]]. სეროზული იოგები შუასაძგიდიდან მიდის შინაგან ორგანოებთან (ღვიძლი, კუჭი, ელენთა, კოლინჯი და სხვა) და აფიქსირებს მათ.
{{მმ*|დიაფრაგმა}}
{{შერწყმა|შუასაძგიდი}}
[[ფაილი:Respiration.gif|thumb|დიაფრაგმის მუშაობა]]
 
შუასაძგიდში არის 3 დიდი კენტი ხვრელი, მათ შორის ერთში გათვლის აორტა და გულმკერდის ლიმფური სადინარი, მეორეში — საყლაპავი მილი და ცთომილი ნერვები, მესამეში — ქვემო ღრუ ვენა და წყვილ-წყვილი ნაპრალი — აიმპათიკური წველისათვის, შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვებისათვის, შიგნეულობის დიდი და მცირე ნერვებისათვის, კენტი ვენებისათვის, გულმკერდის შიგნიტა არტერიებისა და ვენებისათვის.
'''შუასაძგიდი''' ანუ '''დიაფრაგმა''' ({{lang-gr|diaphragma}} — ძგიდე, ტიხრი) — [[ადამიანი]]სა და [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[ცხოველები]]ს მყეს-კუნთოვანი ძგიდე, რომელიც გულმკერდის ღრუს გამოყოფს მუცლის ღრუსაგან. დიაფრაგმა ეწოდება აგრეთვე ზოგიერთ კუნთს ან კუნთების ჯგუფს, რომლითაც შემოსაზღვრულია ესა თუ ის ღრუ: პირის დიაფრაგმა (ქმნის ყბა-ინის კუნთი), მენჯის დიაფრაგმა, შარდ-სასქესო დიაფრაგმა და სხვა.
== ლიტერატურა ==
*შ.თოიძე, ლ.კიკალიშვილი, ე.ყიფიანი, დ.კორძაია ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია პოლიგრაფი-2008;
* {{ქსე|3|504}}
*{{ქსე|11|51—52|აბაშიძე ვ.}}
 
{{ანატომია}}
 
[[კატეგორია:ანატომია]]
 
{{Link FA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შუასაძგიდი“-დან