კრეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
 
ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში მთელ კრეტაზე [[დორიელები]] გაბატონდნენ და მრავალი ქალაქი დააარსეს, მათ შორის [[გორტინა]]ც. კრეტის ისტორიის შესწავლისათვის დიდი მნიშვნეობა აქვს [[გორტინის კანონები|გორტინის კანონებს]]. კრეტის პოლისები არისტოკრატიული რესპუბლიკები იყო. სათავეში ედგა 9 კაცისაგან შემდგარი კოლეგია და უხუცესთა საბჭო. იწვევდნენ სახალხო კრებას. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მოყოლებული კრეტის პოლისები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთო [[ელინიზმი|ელინურ ცხოვრებაში]]. ძველი წელთაღრიცხვის 67 წელს კრეტა [[რომის იმპერია|რომმა]] დაიპყრო. ახალი წელთაღრიცხვის 395 წლიდან შედიოდა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] შემადგენლობაში, 823-961 წლებში [[არაბები]]ს ხელში მოექცა, 961-1204 წლებში კი მას კვლავ [[ბიზანტია]] დაეპატრონა. 1204 წელს იგი ჯვაროსნებმა დაიპყრეს და [[ვენეცია]]ს მიჰყიდეს. 1669 წელს, საბოლოოდ კი 1715 წელს, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა იმპერიამ]] დაიმორჩილა. [[XIX საუკუნე]]ში კრეტაზე [[თურქები]]ს საწინააღმდეგო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა გაიშალა. 1912-1913 წლებში [[ბალკანეთის ომები]]ს შემდეგ ლონდონის საზავო ხელშეკრულებით (1913) და საბერძნეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით (1913) კრეტა [[საბერძნეთი|საბერძნეთს]] შეუერთდა. 1941 წლის 20 მაისს — 1 ივნისს კრეტა დაიკავეს გერმანულმა ფაშისტთა ჯარებმა. 1944 წლის ნოემბერში კრეტა ოკუპანტებისაგან განთავისუფლდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{დსე|Крит|კრეტა}}
{{ბრიტანიკა|142758}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრეტა“-დან