კრეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 72:
კრეტა ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულში [[ეგეოსის კულტურა|ეგეოსის კულტურის]] მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. შუამავლის როლს ასრულებდა დასავლეთი ([[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს) და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობაში. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის მიწურულში დაეცა კრეტის ძველი ცენტრები — ლოსი, ფსირა და პალეკასტრა, ძველი წელთაღრიცხვის XXI-XX საუკუნეებში დაწინაურდა ახალი ცენტრები (უძველესი სახელმწიფოები ევროპაში) — [[კნოსოსი]], [[ფესტოსი]] და სხვა. კრეტა კნოსოსის მეთაურობით [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა, იგი ამ დროს ძლიერი სამხედრო-საზღვაო სახელმწიფო და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. [[ჰომეროსი]] მას „ასქალაქიანს“ უწოდებდა. ძველი წელთაღრიცხვის XIV საუკუნეში კუნძულის ტერიტორიის ნაწილი [[აქაველები|აქაველებმა]] დაიპყრეს. [[დორიელები]] აქ პირველად ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ.
 
ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში მთელ კრეტაზე [[დორიელები]] გაბატონდნენ და მრავალი ქალქიქალაქი დააარსეს, მათ შორის გორტინაც[[გორტინა]]ც. კრეტის ისტორიის შესწავლისათვის დიდი მნიშვნეობა აქვს [[გორტინის კანონები|გორტინის კანონებს]]. კრეტის პოლისები არისტოკრატიული რესპუბლიკები იყო. სათავეში ედგა 9 კაცისაგან შემდგარი კოლეგია და უხუცესთა საბჭო. იწვევდნენ სახალხო კრებას. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მოყოლებული კრეტის პოლისები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთო [[ელინიზმი|ელინურ ცხოვრებაში]]. ძველი წელთაღრიცხვის 67 წელს კრეტა [[რომის იმპერია|რომმა]] დაიპყრო. ახალი წელტარრიცხვისწელთაღრიცხვის 395 წლიდან შედიოდა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] შემადგენლობაში, 823-961 წლებში არაბების[[არაბები]]ს ხელში მოექცა, 961-1204 წლებში კი მას კვლავ [[ბიზანტია]] დაეპატრონა. 1204 წელს იგი ჯვაროსნებმა დაიპყრეს და ვენეციას მიჰყიდეს. 1669 წელს, საბოლოოდ კი 1715 წელს, ოსმალთა იმპერიამ დაიმორჩილა. XIX საუკუნეში კრეტაზე თურქების საწინააღმდეგო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა გაიშალა. 1912-1913 წლებში ბალკანეთის ომების შემდეგ ლონდონის საზავო ხელშეკრულებით (1913) და საბერძნეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით (1913) კრეტა საბერძნეთს შეუერთდა. 1941 წლის 20 მაისს — 1 ივნისს კრეტა დაიკავეს გერმანულმა ფაშისტთა ჯარებმა. 1944 წლის ნოემბერში კრეტა ოკუპანტებისაგან განთავისუფლდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრეტა“-დან