კრეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 70:
'''კრეტა''' — კუნძული [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აღმოსავლეთ ნაწილში, ეკუთვნის [[საბერძნეთი|საბერძნეთს]]. სიგრძე 260 კმ, სიგანე 12-იდან 55 კმ-მდე. ფართობი 8336 კმ². ჩრდილოეთი ნაპირი შეჭრილ-შემოჭრილია, სამხრეთი — ფლატოვანი. [[რელიეფი]] მთაგორიანია. მთები უმთავრესად აგებულია [[კირქვა|კირქვებით]]. განვითარებულია [[კარსტი]]. ხშირია [[მიწისძვრა]]. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. სანაპიროზე [[იანვარი|იანვრის]] საშუალო ტემპერატურა 12°C, [[ივლისი]]ს 26°C. ნალექები 600-700 მმ (მთაში 1000-1600 მმ) წელიწადში. განვითარებულია მევენახეობა, მეციტრუსეობა, მესაქონლეობა; თევზჭერა, ზღვის ღრუბლის რეწვა. არის რკინის მადნისა და მურა ნახშირის საბადოები. კრეტაზეა ნავსადგურები [[ჰერაკლიონი]] და [[ქანია]].
 
კრეტა ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულში [[ეგეოსის კულტურა|ეგეოსის კულტურის]] მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. შუამავლის როლს ასრულებდა დასავლეთი ([[ბალკანეთის ნახევარკუნძულისნახევარკუნძული]]ს) და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობაში. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის მიწურულში დაეცა კრეტის ძველი ცენტრები — ლოსი, ფსირა და პალეკასტრა, ძველი წელთაღრიცხვის XXI-XX საუკუნეებში დაწინაურდა ახალი ცენტრები (უძველესი სახელმწიფოები ევროპაში) — [[კნოსოსი]], [[ფესტოსი]] და სხვა. კრეტა კნოსოსის მეთაურობით [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა, იგი ამ დროს ძლიერი სამხედრო-საზღვაო სახელმწიფო და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. [[ჰომეროსი]] მას „ასქალაქიანს“ უწოდებდა. ძველი წელთაღრიცხვის XIV საუკუნეში კუნძულის ტერიტორიის ნაწილი [[აქაველები|აქაველებმა]] დაიპყრეს. [[დორიელები]] აქ პირველად ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრეტა“-დან